რიაბკოვი: პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები შესაძლოა მიზანმიმართული ფეიკი იყოს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისერგეი რიაბკოვი
სერგეი რიაბკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2023
გამოწერა
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. მოსკოვი არ გამორიცხავს, ​​რომ პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვა განზრახ გავრცელებული ფეიკი იყოს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

„ჩვენ პოზიცია არ გვაქვს. ალბათ ვიღაცას აინტერესებს ამ დოკუმენტების ნახვა, თუ საერთოდ დოკუმენტებია ისინი. შესაძლოა ეს ფეიკი, მიზანმიმართული შემოგდება იყოს“, — აღნიშნა მან.

რიაბკოვის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და კონფლიქტის მხარეა, შეუძლია მოსკოვის შეცდომაში შესაყვანად ასეთი ილეთები გამოიყენოს.
„არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ვუშვებ, რომ აქ სხვადასხვა სცენარების მოაზრება შეიძლება“, — განმარტა რუსმა დიპლომატმა.
როგორც რიაბკოვმა აღნიშნა, ავთენტიკური დოკუმენტების გაჟონვის შემთხვევები ადრეც ყოფილა, მაგრამ ის, თუ რამდენად აქვს ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ საიდუმლო მასალებს რეალური საფუძველი, მისთვის კვლავ ღია საკითხად რჩება.
მისი თქმით, ამ სიტუაციაში ჯობს სპეციალისტებმა თქვან თავისი სიტყვა.
აშშ-ის დაზვერვის საიდუმლო მასალები, რომლებიც, მათ შორის, უკრაინის ჯარების მდგომარეობას და აშშ-ისა და ნატოს გეგმებს აღწერს, თავდაპირველად ინტერნეტ-პორტალ Discord-ზე გამოქვეყნდა თებერვალ-მარტში. საუბარია 100-ზე მეტ მასალაზე, რომელთა გაჟონვის წყაროს ძებნა უკვე დაიწყო პენტაგონმა. აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, პენტაგონი „ყველა ქვას გადააბრუნებს“ და მაინც დაადგენს, ვინ გამოაქვეყნა საიდუმლო მასალები.
ყველა ახალი ამბავი
0