მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი პრეს-სპიკერი დანიშნა

© photo: Sputnik / Artur Gabdrakhmanov / გადასვლა მედიაბანკშიЗдание Госдепа США
Здание Госдепа США - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2023
გამოწერა
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლად მეთიუ მილერი დაინიშნა, ნათქვამია სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

„დღეს მეთიუ მილერს სახელმწიფო დეპარტამენტის მომდევნო ოფიციალურ წარმომადგენლად ვნიშნავ. მე უზარმაზარი სარგებელი მივიღე მეთის სიბრძნიდან, მთავრობაში მისი მუშაობის გამოცდილებიდან და საგარეო პოლიტიკის ღრმა ცოდნიდან“, — ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს, რომ მეთიუ მილერისთვის, რომელიც მანამდე იუსტიციის სამინისტროს პრეს-სპიკერი იყო, ხოლო რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ ეროვნული უშიშროების სამსახურში კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა, უცხო არ არის „რთულ გლობალურ პრობლემებზე ორიენტირება და მსჯელობა“.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი 17 მარტს წავიდა თანამდებობიდან სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო. პოსტზე ის დროებით მისმა მოადგილემ ვედანტ პატელმა ჩაანაცვლა.
წყარო: U.S. Department of State
ყველა ახალი ამბავი
0