მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აღმოჩენილია მაიას ცივილიზაციის ქვის დისკო - არტეფაქტის ფოტო

© photo: Sputnik / Natalia Selyverstova
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2023
გამოწერა
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. არქეოლოგებმა ჩიჩენ-იცას ტერიტორიაზე (მექსიკა) გათხრების დროს მაიას ტომის უძველესი, ბურთით რიტუალური თამაშის – პელოტას ამსახველი დისკო აღმოაჩინეს, იუწყება Reuters.
აღინიშნება, რომ პელოტა (თარგანში „ბურთი“) მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მაიას იმპერიის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ინსტიტუტის ინფორმაციით, დისკოს დიამეტრი 32 სანტიმეტრია, ხოლო წონა 40 კილოგრამს აღწევს. მასზე გამოსახულია პელოტას ფორმაში გამოწყობილი ორი მოთამაშე და ბურთი, ასევე ამოკვეთილია ტექსტი.
როგორც არქეოლოგები ვარაუდობენ, არტეფაქტი შესაძლოა 1100 წელზე მეტი ხნის წინ გამართულ მატჩს ეძღვნებოდეს. ნაკვეთ ტექსტში ნახსენებია მაიას კალენდრის თარიღი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 894 წელს შეესაბამება.
დისკოზე აღბეჭდილი მოთამაშეების ვინაობა და მატჩის შედეგი ჯერჯერობით უცნობია. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ტექსტის შემდგომმა შესწავლამ შეიძლება მეტი ინფორმაცია მისცეს მათ შეჯიბრის ხასიათის, მისი მონაწილეებისა და ანგარიშის შესახებ.
ჩიჩენ-იცა — იუკატანის მაიას ენაზე „იცას ქვაბულის პირთან“ — ვრცელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე. აგებულია მაიას ცივილიზაციის მიერ VII საუკუნეში. ჩიჩენ-იცას ნანგრევები ამჟამად მექსიკის ფედერალური მფარველობის ქვეშაა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0