https://sputnik-georgia.com/20230411/vitali-daraselias-tasi-dinamom-moigo-276603195.html
ვიტალი დარასელიას სახელობის თასი თბილისის „დინამომ“ მოიგო
ვიტალი დარასელიას სახელობის თასი თბილისის „დინამომ“ მოიგო
Sputnik საქართველო
საქართველოში დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი 2016 წლიდან ტარდება. 11.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-11T11:21+0400
2023-04-11T11:21+0400
2023-04-11T17:19+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0a/276597814_0:90:1504:936_1920x0_80_0_0_8aaa3666f80a4022dfcdae8631087520.jpg
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო თასის გამარჯვებული „დინამო თბილისის“ აკადემია გახდა, რომელმაც ფინალში ესპანური „სევილიის“ აკადემიის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.„დინამოს" მეტოქეებმა ფინალური შეხვედრა კარგად დაიწყეს და უკვე მე-10 წუთზე დაწინაურდნენ. თბილისელები შეტევების წამოწყებას ცდილობდნენ, მაგრამ ესპანელებმა მოედნის ცენტრში კარგად ითამაშეს და პირველი ტაიმი ანგარიშით 1:0 დაასრულეს.„დინამოელებმა" სიტუაცია მეორე ტაიმში გამოასწორეს. 51-ე წუთზე კუთხურის შემდეგ ტურნირის მასპინძლებმა საბა სამუშიას შედეგიანი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს, 62-ე წუთზე კი სანდრო ფეიქრიშვილის მიერ რეალიზებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ ანგარიში 2:1 გახდა.„დინამო" დარასელიას თასის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა. ფინალამდე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ორი იტალიური კლუბი შეხვდა – „ჯენოამ" „მონცას" ანგარიშით 3:0 მოუგო და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.ვიტალი დარასელია – გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც 1981 წელს თასების მფლობელთა თასის ფინალში „კარლ ცაისის" კარში გამარჯვების გოლი გაიტანა. მაშინ „დინამომ" 2:1 გაიმარჯვა.2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დარასელია ქართული ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული წარმატებისთვის, ღირსების ორდენით დააჯილდოვა (სიკვდილის შემდეგ).საქართველოში დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი 2016 წლიდან ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0a/276597814_0:0:1504:1129_1920x0_80_0_0_c40d75b95e65788448ee8dfe6860eea9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ვიტალი დარასელიას სახელობის თასი თბილისის „დინამომ“ მოიგო
11:21 11.04.2023 (განახლებულია: 17:19 11.04.2023) საქართველოში დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი 2016 წლიდან ტარდება.
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო თასის გამარჯვებული „დინამო თბილისის“ აკადემია გახდა, რომელმაც ფინალში ესპანური „სევილიის“ აკადემიის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
„დინამოს" მეტოქეებმა ფინალური შეხვედრა კარგად დაიწყეს და უკვე მე-10 წუთზე დაწინაურდნენ. თბილისელები შეტევების წამოწყებას ცდილობდნენ, მაგრამ ესპანელებმა მოედნის ცენტრში კარგად ითამაშეს და პირველი ტაიმი ანგარიშით 1:0 დაასრულეს.
„დინამოელებმა" სიტუაცია მეორე ტაიმში გამოასწორეს. 51-ე წუთზე კუთხურის შემდეგ ტურნირის მასპინძლებმა საბა სამუშიას შედეგიანი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს, 62-ე წუთზე კი სანდრო ფეიქრიშვილის მიერ რეალიზებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ ანგარიში 2:1 გახდა.
„დინამო" დარასელიას თასის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა. ფინალამდე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ორი იტალიური კლუბი შეხვდა – „ჯენოამ" „მონცას" ანგარიშით 3:0 მოუგო და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
ვიტალი დარასელია – გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც 1981 წელს თასების მფლობელთა თასის ფინალში „კარლ ცაისის" კარში გამარჯვების გოლი გაიტანა. მაშინ „დინამომ" 2:1 გაიმარჯვა.
2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დარასელია ქართული ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული წარმატებისთვის, ღირსების ორდენით დააჯილდოვა (სიკვდილის შემდეგ).
საქართველოში დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი 2016 წლიდან ტარდება.