სწორად ემზადებით აღდგომისთვის? - წესები, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ

© Pixabay / geraltლოცვა
ლოცვა  - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2023
გამოწერა
აღდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ქრისტეანთათვის. იმათთვისაც კი, ვინც არც მარხვას ინახავს, არც ეკლესიაში სიარულით გამოირჩევა და არც მოძღვარი ჰყავს. ასეთებიც კი რამდენიმე კვირით ადრე იწყებენ ამ უბრწყინვალესი დღესასწაულისთვის მზადებას.
აღდგომამდე მორწმუნეები ექვსი კვირის განმავლობაში იცავენ დიდმარხვას, რომლის დანიშნულებაც უპირველესად ადამიანის სულიერი განწმენდაა და არა მხოლოდ საკვების შეზღუდვა.
დიახ, ეს მნიშვნელოვანი მომენტებია აღდგომის შესაგებებლად, მაგრამ არა ერთადერთი. მით უმეტეს, რომ მოძღვართა ნაწილი მრევლს არც ავალდებულებს იმარხულონ, თუ მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ და ზოგადად არ გამოირჩევიან მტკიცე ფიზიკური მდგომარეობით.
მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ აღდგომას გახარებულები შევხვდეთ და რელიგიური კანონებიც არ დავარღვიოთ?
გარდა საყოველთაოდ ცნობილი კანონებისა, ასევე უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:
აღდგომის დადგომამდე მორწმუნე ერთხელ მაინც უნდა ეწვიოს ტაძარს და დაესწროს ღვთისმსახურებას. უფლის წინაშე მოინანიოს შეცოდებანი და წაიკითხოს ძლიერი ლოცვა ცოდვათა მიტევებისთვის. აუცილებელია, რომ ადამიანმა ამ დროს პირწმინდად აღიაროს და სრულად გააცნობიეროს ყველა შეცდომა, რათა ღმერთმა გაიგონოს და მიიღოს მისი თხოვნა.
მორწმუნე უნდა შეეცადოს დათრგუნოს უარყოფითი ემოციები და ნეგატიური აზრები, განსაკუთრებით, აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე.
არ შეიძლება ბავშვებთან წყრომა და მათი დასჯა, ახლობლებთან დავა-კამათი, სხვისთვის ავის მოსურნეობა. პირიქით, ოჯახის წევრებს პატიება სთხოვეთ და შეეცადეთ შეინარჩუნოთ შინ მშვიდი და კეთილგანწყობილი ატმოსფერო. და არც შორს მცხოვრები ნათესავები დაივიწყოთ — მოიკითხეთ ისინი.
დიდმარხვის დასრულებამდე შეასრულეთ ყველა მანამდე აუსრულებელი დაპირება, რათა აღდგომას პირნათლად და მშვიდი გულით შეხვდეთ.
აღდგომისწინა პერიოდში უსარგებლო ურთიერთობასა და გართობას ეკლესიაში თუ შინ ლოცვების კითხვა სჯობს.
დაკავდით უფლისთვის სათნო საქმეებით: დაეხმარეთ შეჭირვებულებს, სიყვარული და ზრუნვა გაუნაწილეთ ირგვლივ მყოფებს. გააკეთეთ შეძლებისდაგვრად მეტი სიკეთე, რათა უფლის დალოცვის ღირსი გახდეთ.
ყველა ახალი ამბავი
0