https://sputnik-georgia.com/20230411/ratom-gvaxsovs-faqtebi-ise-rogorc-ar-momxdara-276627651.html
რატომ გვახსოვს ფაქტები ისე, როგორც არ მომხდარა: სამეცნიერო ექსპერიმენტი
რატომ გვახსოვს ფაქტები ისე, როგორც არ მომხდარა: სამეცნიერო ექსპერიმენტი
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. მიჩნეულია, რომ გრძელვადიან მეხსიერებაზე დაყრდნობა არ შეიძლება, ვინაიდან მოგონებები იმის შესახებ, რაც შორეულ წარსულში მოხდა, დიდი... 11.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-11T16:23+0400
2023-04-11T16:23+0400
2023-08-03T17:38+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ფაქტები ადამიანის შესახებ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23920/86/239208603_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_d07a12abcaf1dd61baadc22da4eb00c3.jpg
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. მიჩნეულია, რომ გრძელვადიან მეხსიერებაზე დაყრდნობა არ შეიძლება, ვინაიდან მოგონებები იმის შესახებ, რაც შორეულ წარსულში მოხდა, დიდი ალბათობით, ძალიან ზუსტი ვერ იქნება.თუმცა ამსტერდამისა (ნიდერლანდი) და სასექსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტების ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შეიძლება მოკლევადიანმა მეხსიერებამაც დაგვაღალატოს — ადამიანებს მომხდარიდან უკვე რამდენიმე წამში შეუძლიათ ცრუ მოგონებების ფორმირება.მკვლევარებმა ოთხი ექსპერიმენტი ჩაატარეს ასობით მოხალისის მონაწილეობით. მეცნიერები მათ მონიტორზე ასოთა ჯგუფს უჩვენებდნენ, რომელთაგან ზოგიერთი მკაფიოდ იყო გამოყოფილი, ამასთან, ზოგი შეტრიალებულიც. ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა დაემახსოვრებინათ, რას ხედავდნენ ეკრანზე, ანუ რომელი ასოები იყო ხაზგასმული თუ შებრუნებული, მაგალითად, იყო ეს c თუ ↄ.აღმოჩნდა, რომ მონაწილეები რეგულარულად ცდებოდნენ, განსაკუთრებით სარკისებურად გამოსახული ასოების შემთხვევაში. თუ სწორად გამოყვანილი ასოების შემთხვევაში შეცდომათა სიხშირე დაახლოებით 10% იყო, სარკისებურად შეტრიალებული ლიტერების შემთხვევაში შეცდომათა სიხშირე 40%-ს აღწევდა.ამასთან, როგორც მეცნიერები ვარაუდობდნენ კიდეც, ექსპერიმენტის მონაწილეთა მახსოვრობა დროის განმავლობაში უარესდებოდა: ასოების გაქრობიდან ნახევარი წამის შემდეგ მონაწილეთა 20% სწორად ვერ იხსენებდა, რა დაინახა მონიტორზე, ხოლო 3 წამის შემდეგ არასწორი პასუხების რაოდენობა 30%-მდე იზრდებოდა.ამ დროს საცდელ პირებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ყველაფერი აბსოლუტურად ზუსტად ჰქონდათ დამახსოვრებული.როგორც მეცნიერები განმარტავენ, ცრუ მოგონებების ფორმირება კოგნიტიური დამახინჯების ბრალია: ადამიანის ტვინმა წინასწარ იცის, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სამყარო (ექსპერიმენტის შემთხვევაში – როგორ უნდა გამოიყურებოდეს ასოები) და როდესაც ტვინი რაღაც მოულოდნელს აწყდება, ურჩევნია „არ შეამჩნიოს“ იგი და ავტომატურად ცვლის ნამდვილ მოგონებებს ყალბით — რადგან, მისი აზრით, „ასეა სწორი“.ამიტომაც იყო ექსპერიმენტის მონაწილეთა რწმენა ესოდენ მტკიცე, რომ ყველაფერი ზუსტად დაიმახსოვრეს და სრულიად სწორ პასუხებს იძლეოდნენ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23920/86/239208603_225:0:1920:1271_1920x0_80_0_0_69b4fb7099089bfe3d1ed0b63f867bba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ფაქტები ადამიანის შესახებ, ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ფაქტები ადამიანის შესახებ, ახალი ამბები
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. მიჩნეულია, რომ გრძელვადიან მეხსიერებაზე დაყრდნობა არ შეიძლება, ვინაიდან მოგონებები იმის შესახებ, რაც შორეულ წარსულში მოხდა, დიდი ალბათობით, ძალიან ზუსტი ვერ იქნება.
თუმცა ამსტერდამისა (ნიდერლანდი) და სასექსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტების ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულმა
კვლევამ აჩვენა, რომ შეიძლება მოკლევადიანმა მეხსიერებამაც დაგვაღალატოს — ადამიანებს მომხდარიდან უკვე რამდენიმე წამში შეუძლიათ ცრუ მოგონებების ფორმირება.
მკვლევარებმა ოთხი ექსპერიმენტი ჩაატარეს ასობით მოხალისის მონაწილეობით. მეცნიერები მათ მონიტორზე ასოთა ჯგუფს უჩვენებდნენ, რომელთაგან ზოგიერთი მკაფიოდ იყო გამოყოფილი, ამასთან, ზოგი შეტრიალებულიც. ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა დაემახსოვრებინათ, რას ხედავდნენ ეკრანზე, ანუ რომელი ასოები იყო ხაზგასმული თუ შებრუნებული, მაგალითად, იყო ეს c თუ ↄ.
აღმოჩნდა, რომ მონაწილეები რეგულარულად ცდებოდნენ, განსაკუთრებით სარკისებურად გამოსახული ასოების შემთხვევაში. თუ სწორად გამოყვანილი ასოების შემთხვევაში შეცდომათა სიხშირე დაახლოებით 10% იყო, სარკისებურად შეტრიალებული ლიტერების შემთხვევაში შეცდომათა სიხშირე 40%-ს აღწევდა.
ამასთან, როგორც მეცნიერები ვარაუდობდნენ კიდეც, ექსპერიმენტის მონაწილეთა მახსოვრობა დროის განმავლობაში უარესდებოდა: ასოების გაქრობიდან ნახევარი წამის შემდეგ მონაწილეთა 20% სწორად ვერ იხსენებდა, რა დაინახა მონიტორზე, ხოლო 3 წამის შემდეგ არასწორი პასუხების რაოდენობა 30%-მდე იზრდებოდა.
ამ დროს საცდელ პირებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ყველაფერი აბსოლუტურად ზუსტად ჰქონდათ დამახსოვრებული.
როგორც მეცნიერები განმარტავენ, ცრუ მოგონებების ფორმირება კოგნიტიური დამახინჯების ბრალია: ადამიანის ტვინმა წინასწარ იცის, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სამყარო (ექსპერიმენტის შემთხვევაში – როგორ უნდა გამოიყურებოდეს ასოები) და როდესაც ტვინი რაღაც მოულოდნელს აწყდება, ურჩევნია „არ შეამჩნიოს“ იგი და ავტომატურად ცვლის ნამდვილ მოგონებებს ყალბით — რადგან, მისი აზრით, „ასეა სწორი“.
ამიტომაც იყო ექსპერიმენტის მონაწილეთა რწმენა ესოდენ მტკიცე, რომ ყველაფერი ზუსტად დაიმახსოვრეს და სრულიად სწორ პასუხებს იძლეოდნენ.