https://sputnik-georgia.com/20230411/chxaidze-saqartveloshi-gripis-sezoni-dasrulda-276628140.html
საქართველოში გრიპის სეზონი დასრულდა: რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში
საქართველოში გრიპის სეზონი დასრულდა: რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პირველად გრიპის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში... 11.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-11T17:39+0400
2023-04-11T17:39+0400
2023-04-11T21:47+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24784/33/247843341_0:48:1013:617_1920x0_80_0_0_b617fe17fe6441f3588b53be698c6428.jpg
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პირველად გრიპის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ამ ტიპის ვირუსის სეზონი დასრულდა, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ცირკულირებს ორი ვირუსი, რომელიც იწვევს გაციებას და არა ფილტვების ანთებას, და არ გამოირჩევა დაავადების სიმძიმით. ესენია რინოვირუსი და ადენოვირუსი.რინოვირუსს და ადენოვირუსს უმრავლეს შემთხვევაში არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა სახლის პირობებში მიმდინარეობს. ყველაზე გავრცელებულია რინოვირუსი (ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 50%-ზე მეტი).როგორი იქნება განახლებული რესპუბლიკური საავადმყოფო: ჯანდაცვის სამინისტროს პროექტი>>>რაც შეეხება COVID-19-ს, მისი შემთხვევები ქვეყანაში ფიქსირდება. ჩხაიძის თქმით, სხვა ვირუსული ინფექციებისგან განსხვავებით, კორონავირუსი სეზონური არ არის და მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. სეზონიდან სეზონამდე მხოლოდ გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა იცვლება.მაგალითად, ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევებიდან 2,5% მოდის კორონავირუსზე, დეკემბერ-იანვარში კი ეს მაჩვენებელი 25%-დან 35%-მდე მერყეობდა.რაც შეეხება გაზაფხულისა და ზაფხულის ვირუსებს, საქართველოში ექიმები რინოვირუსების, ადენოვირუსების, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის და მეტაპნევმოვირუსის ცირკულაციას ელოდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24784/33/247843341_62:0:949:665_1920x0_80_0_0_f189c0dfff4efc99c2ff86b412f02c3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პირველად გრიპის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ამ ტიპის ვირუსის სეზონი დასრულდა, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
„ეს კვირა გამორჩეულია. პირველად ბოლო 6 თვის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის არსებობა არ დაფიქსირდა. იმედია, ასეთი სტატისტიკა გაგრძელდება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა“, – განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ცირკულირებს ორი ვირუსი, რომელიც იწვევს გაციებას და არა ფილტვების ანთებას, და არ გამოირჩევა დაავადების სიმძიმით. ესენია რინოვირუსი და ადენოვირუსი.
რინოვირუსს და ადენოვირუსს უმრავლეს შემთხვევაში არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა სახლის პირობებში მიმდინარეობს. ყველაზე გავრცელებულია რინოვირუსი (ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 50%-ზე მეტი).
რაც შეეხება COVID-19-ს, მისი შემთხვევები ქვეყანაში ფიქსირდება. ჩხაიძის თქმით, სხვა ვირუსული ინფექციებისგან განსხვავებით, კორონავირუსი სეზონური არ არის და მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. სეზონიდან სეზონამდე მხოლოდ გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა იცვლება.
მაგალითად, ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევებიდან 2,5% მოდის კორონავირუსზე, დეკემბერ-იანვარში კი ეს მაჩვენებელი 25%-დან 35%-მდე მერყეობდა.
რაც შეეხება გაზაფხულისა და ზაფხულის ვირუსებს, საქართველოში ექიმები რინოვირუსების, ადენოვირუსების, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის და მეტაპნევმოვირუსის ცირკულაციას ელოდებიან.