https://sputnik-georgia.com/20230410/vnebis-kvira-daiwyo-276582888.html
ვნების კვირა დაიწყო: რა დაიშვება და რა იკრძალება ვნების შვიდეულში
ვნების კვირა დაიწყო: რა დაიშვება და რა იკრძალება ვნების შვიდეულში
Sputnik საქართველო
იესო ქრისტეს ცხოვრებასთან დაკავშირებული მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ. 10.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-10T11:51+0400
2023-04-10T11:51+0400
2023-04-10T17:48+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/17/250133505_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_592d0e520912d85ad8920bda21b6c5b5.jpg
ვნების კვირა – დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირა.ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებთან და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება. ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და აღევლინება მხოლოდ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგია, რომელთა დროსაც სახარება სრულად იკითხება.ვნების კვირაში, რომელიც დღეს იწყება და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე გასტანს, არსებობს როგორც კანონიკური, ისე ხალხში გავრცელებული გარკვეული აკრძალვები, რომლებიც ძირითადად საკვებს უკავშირდება.მაგალითად:10-13 აპრილი — „მშრალი“ დღეები“, ამ დროს მხოლოდ პურის, ხილისა და ბოსტნეულის ჭამაა დაშვებული;14 აპრილი — ყველაზე მძიმე დღე, ვინაიდან ამ დღეს საერთოდ არაა სასურველი საკვების მიღება;15 აპრილი — შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი კერძები, ოღონდ ცხიმის გარეშე. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი ხალხის რწმენით ამა თუ იმ დღეს ვნების შვიდეულში:დიდი ორშაბათი – 10 აპრილი: ამ დღეს უნდა დასუფთავდეს სახლი და შეკეთდეს ყველაფერი, რაც შესაკეთებელია;დიდი სამშაბათი – 11 აპრილი: ამ დღეს უნდა დაირეცხოს და დაუთოვდეს სარეცხი, შეკეთდეს სამოსი;დიდი ოთხშაბათი – 12 აპრილი: სახლიდან უნდა გაიტანოთ ყველანაირი ნაგავი, მოამზადოთ კვერცხები შესაღებად;დიდი ხუთშაბათი – 13 აპრილი: იბანავეთ მზის ამოსვლამდე – მიიჩნევა, რომ წყალი ამ დღეს განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებს იძენს. შემდეგ იწყება პასკების ცხობა. ოღონდ მანამ, სანამ ცომის მოზელას დაიწყებთ, ილოცეთ, რათა თქვენც განიწმინდოთ სულიერად და ასევე გაიწმინდოს სივრცე თქვენ გარშემო. თორემ, როგორც ამბობენ, პასკის ცომი არ ამოვა. ასევე ეწვიეთ ეკლესიას, დაანთეთ სანთლები და შემდეგ ეს თავმომწვარი სანთლები შინ წაიღეთ. ხალხის რწმენით, სწორედ ეს სანთლები დაიცავს თქვენს სახლს მომდევნო წლის განმავლობაში ყველა საფრთხისგან.წითელი პარასკევი – 14 აპრილი: ამ დღეს შინ ნებისმიერი საქმის კეთება იკრძალება, დაშვებულია მხოლოდ კვერცხების შეღებვა და პასკის გამოცხობა;შაბათი – 15 აპრილი: ეს ყველაზე რთული დღეა დიასახლისებისთვის, ვინაიდან სწორედ შაბათს უნდა მომზადდეს ყველაფერი სააღდგომო სუფრისთვის. ამბობენ, რომ შაბათს შეგიძლიათ დამატებით შეღებოთ კვერცხებიც.გახსოვდეთ: სანამ დიასახლისი სამზადისს შეუდგება, აუცილებლად უნდა წაიკითხოს „მამაო ჩვენო“, შემდეგ კი წარმოთქვას „უფალო, შეგვიწყალენ“.და კიდევ ერთი გადმოცემა: ამბობენ, რომ პასკა უგემრიელესი და ულამაზესი გამოვა, თუ მის ცომს, მცხობელის გარდა, არავინ ნახავს, ხოლო ცხობის პროცესში არ იხმაურებთ.წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 16 აპრილს ზეიმობს.
https://sputnik-georgia.com/20230409/martlmadidebeli-samyaro-dres-bzobas-arnisnavs-276569663.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/17/250133505_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_e67c3c10c789300631a8a1853f62bdbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საზოგადოება
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საზოგადოება
ვნების კვირა დაიწყო: რა დაიშვება და რა იკრძალება ვნების შვიდეულში
11:51 10.04.2023 (განახლებულია: 17:48 10.04.2023) იესო ქრისტეს ცხოვრებასთან დაკავშირებული მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ.
ვნების კვირა – დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირა.
ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.
ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებთან და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება. ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და აღევლინება მხოლოდ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგია, რომელთა დროსაც სახარება სრულად იკითხება.
ვნების კვირაში, რომელიც დღეს იწყება და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე გასტანს, არსებობს როგორც კანონიკური, ისე ხალხში გავრცელებული გარკვეული აკრძალვები, რომლებიც ძირითადად საკვებს უკავშირდება.
10-13 აპრილი — „მშრალი“ დღეები“, ამ დროს მხოლოდ პურის, ხილისა და ბოსტნეულის ჭამაა დაშვებული;
14 აპრილი — ყველაზე მძიმე დღე, ვინაიდან ამ დღეს საერთოდ არაა სასურველი საკვების მიღება;
15 აპრილი — შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი კერძები, ოღონდ ცხიმის გარეშე.
ახლა რაც შეეხება იმას, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი ხალხის რწმენით ამა თუ იმ დღეს ვნების შვიდეულში:
დიდი ორშაბათი – 10 აპრილი: ამ დღეს უნდა დასუფთავდეს სახლი და შეკეთდეს ყველაფერი, რაც შესაკეთებელია;
დიდი სამშაბათი – 11 აპრილი: ამ დღეს უნდა დაირეცხოს და დაუთოვდეს სარეცხი, შეკეთდეს სამოსი;
დიდი ოთხშაბათი – 12 აპრილი: სახლიდან უნდა გაიტანოთ ყველანაირი ნაგავი, მოამზადოთ კვერცხები შესაღებად;
დიდი ხუთშაბათი – 13 აპრილი: იბანავეთ მზის ამოსვლამდე – მიიჩნევა, რომ წყალი ამ დღეს განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებს იძენს. შემდეგ იწყება პასკების ცხობა. ოღონდ მანამ, სანამ ცომის მოზელას დაიწყებთ, ილოცეთ, რათა თქვენც განიწმინდოთ სულიერად და ასევე გაიწმინდოს სივრცე თქვენ გარშემო. თორემ, როგორც ამბობენ, პასკის ცომი არ ამოვა. ასევე ეწვიეთ ეკლესიას, დაანთეთ სანთლები და შემდეგ ეს თავმომწვარი სანთლები შინ წაიღეთ. ხალხის რწმენით, სწორედ ეს სანთლები დაიცავს თქვენს სახლს მომდევნო წლის განმავლობაში ყველა საფრთხისგან.
წითელი პარასკევი – 14 აპრილი: ამ დღეს შინ ნებისმიერი საქმის კეთება იკრძალება, დაშვებულია მხოლოდ კვერცხების შეღებვა და პასკის გამოცხობა;
შაბათი – 15 აპრილი: ეს ყველაზე რთული დღეა დიასახლისებისთვის, ვინაიდან სწორედ შაბათს უნდა მომზადდეს ყველაფერი სააღდგომო სუფრისთვის. ამბობენ, რომ შაბათს შეგიძლიათ დამატებით შეღებოთ კვერცხებიც.
გახსოვდეთ: სანამ დიასახლისი სამზადისს შეუდგება, აუცილებლად უნდა წაიკითხოს „მამაო ჩვენო“, შემდეგ კი წარმოთქვას „უფალო, შეგვიწყალენ“.
და კიდევ ერთი გადმოცემა: ამბობენ, რომ პასკა უგემრიელესი და ულამაზესი გამოვა, თუ მის ცომს, მცხობელის გარდა, არავინ ნახავს, ხოლო ცხობის პროცესში არ იხმაურებთ.
წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 16 აპრილს ზეიმობს.