https://sputnik-georgia.com/20230410/kentukis-statsi-srolis-sedegad-eqvsi-adamiani-dairupa-276608252.html
კენტუკის შტატში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
კენტუკის შტატში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
Sputnik საქართველო
დღის განმავლობაში ლუისვილში სროლის ორი ფაქტი დაფიქსირდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. 10.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-10T23:31+0400
2023-04-10T23:31+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
აშშ
შემთხვევები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/07/265808438_0:0:3008:1693_1920x0_80_0_0_8241a7cad897272409835910bb1258c3.jpg
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. კენტუკის შტატში, ლუისვილის ცენტრში მდებარე ბანკში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა, განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.„დადასტურდა, რომ ხუთი ადამიანი მოკლულია... ექვსი გადაიყვანეს ლუისვილის უნივერსიტეტის კლინიკაში, მათ შორის პოლიციის ოფიცერი", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.ბოროტმოქმედი გარდაცვლილი იპოვეს.ადგილობრივი ტელეკომპანია WHAS11 ციტირებს თვითმხილველის სიტყვებს, მან აღწერა მამაკაცი „გრძელი შაშხანით“, რომელმაც ცეცხლი გახსნა Old National Bank-ის შენობაში.„უბრალოდ სროლა დაიწყო... ვინც ჩემს გვერდით იყო, ყველა დაიჭრა, მათ სისხლში ვარ დასვრილი“, - ამბობს თვითმხილველი.ლუისვილის პოლიციამ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია სროლის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ, რომლის დროსაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.პოლიცია ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივი ტექნიკური კოლეჯის შენობასთან მომხდარი სროლა არ უკავშირდება ახლახან მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქალაქის ბანკზე, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.„კოლეჯის შენობის წინ ორმა ადამიანმა ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო. ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციის წარმომადგენელმა.მისი თქმით, ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/07/265808438_277:0:3008:2048_1920x0_80_0_0_b7c29df44bd141e64f053a1bc7b90469.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, აშშ , შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, აშშ , შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
კენტუკის შტატში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
23:31 10.04.2023 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) დღის განმავლობაში ლუისვილში სროლის ორი ფაქტი დაფიქსირდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. კენტუკის შტატში, ლუისვილის ცენტრში მდებარე ბანკში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა, განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.
„დადასტურდა, რომ ხუთი ადამიანი მოკლულია... ექვსი გადაიყვანეს ლუისვილის უნივერსიტეტის კლინიკაში, მათ შორის პოლიციის ოფიცერი", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ბოროტმოქმედი გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივი ტელეკომპანია WHAS11 ციტირებს თვითმხილველის სიტყვებს, მან აღწერა მამაკაცი „გრძელი შაშხანით“, რომელმაც ცეცხლი გახსნა Old National Bank-ის შენობაში.
„უბრალოდ სროლა დაიწყო... ვინც ჩემს გვერდით იყო, ყველა დაიჭრა, მათ სისხლში ვარ დასვრილი“, - ამბობს თვითმხილველი.
ლუისვილის პოლიციამ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია სროლის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ, რომლის დროსაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.
პოლიცია ხაზს უსვამს, რომ ადგილობრივი ტექნიკური კოლეჯის შენობასთან მომხდარი სროლა არ უკავშირდება ახლახან მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქალაქის ბანკზე, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
„კოლეჯის შენობის წინ ორმა ადამიანმა ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო. ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.