https://sputnik-georgia.com/20230410/forbes-sad-ramdeni-uktramdidari-cxovrobs-276590060.html
სად რამდენი მილიარდერი ცხოვრობს პლანეტაზე: Forbes ახალ რეიტინგს აქვეყნებს
სად რამდენი მილიარდერი ცხოვრობს პლანეტაზე: Forbes ახალ რეიტინგს აქვეყნებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ნიუ-იორკმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავა ულტრამდიდარი ადამიანების რაოდენობით, იუწყება Forbes, რომელიც რეიტინგის ახალ მონაცემებს... 10.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-10T12:31+0400
2023-04-10T12:31+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
პლანეტის უმდიდრესი ადამიანები
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23545/73/235457399_0:511:3000:2199_1920x0_80_0_0_675ffb46cb70db4115a10b7d0e115f4e.jpg
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ნიუ-იორკმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავა ულტრამდიდარი ადამიანების რაოდენობით, იუწყება Forbes, რომელიც რეიტინგის ახალ მონაცემებს აქვეყნებს.გამოცემის ცნობით, ამ დროისათვის ქალაქი 101 მილიარდერის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია.ინფორმაციის თანახმად, ნიუ-იორკელი ულტრამდიდრების საერთო ქონება ჯამში 616,8 მილიარდი დოლარია. მათ შორის ყველაზე მდიდარია მაიკლ ბლუმბერგი, რომლის ქონებაც 94,5 მლრდ დოლარადაა შეფასებული.რეიტინგში მეორე ადგილზეა ჰონკონგი — 70 მილიარდერით, რომელთა ჯამური კაპიტალი 286,8 მილიარდი დოლარია. მათგან უმდიდრესია ლი შაუ კი, რომლის წილადაც 29,5 მლრდ დოლარი მოდის.რაც შეეხება მესამე ადგილს, ის წელს პეკინმა დაიკავა 68 მილიარდერით. გასულ წელთან შედარებით ქალაქს 15 სუპერმდიდარი ადამიანი გამოაკლდა. დანარჩენების საერთო ქონება 247,2 მილიარდია. მათგან უმდიდრესია ჟან იმი — 45 მლრდ დოლარის ქონებით.რეიტინგის შემდეგი ადგილები ასე გადანაწილდა:ამასთან Forbes აღნიშნავს, რომ გამოცემამ 2023 წლის რეიტინგში შესული 2640 მილიარდერიდან 68-ის მუდმივი საცხოვრებლის დადგენა ვერ მოახერხა.წყარო: Forbes
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23545/73/235457399_150:275:2850:2300_1920x0_80_0_0_5844fffdf3624e3606a0adc3eac94588.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პლანეტის უმდიდრესი ადამიანები, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, პლანეტის უმდიდრესი ადამიანები, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ნიუ-იორკმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავა ულტრამდიდარი ადამიანების რაოდენობით, იუწყება Forbes, რომელიც რეიტინგის ახალ მონაცემებს აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, ამ დროისათვის ქალაქი 101 მილიარდერის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია.
„დიდი ვაშლი“ ზედიზედ შვიდი წლის განმავლობაში იყო მილიარდერების მთავარი საცხოვრებელი ცენტრი, სანამ ეს ადგილი პეკინმა არ დაიკავა 2021 წელს. თუმცა პეკინის ბატონობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ნიუ-იორკმა 2022 წელს დაიბრუნა პირველი ადგილი და წელსაც შეინარჩუნა იგი“, — წერს Forbes.
ინფორმაციის თანახმად, ნიუ-იორკელი ულტრამდიდრების საერთო ქონება ჯამში 616,8 მილიარდი დოლარია. მათ შორის ყველაზე მდიდარია მაიკლ ბლუმბერგი, რომლის ქონებაც 94,5 მლრდ დოლარადაა შეფასებული.
რეიტინგში მეორე ადგილზეა ჰონკონგი — 70 მილიარდერით, რომელთა ჯამური კაპიტალი 286,8 მილიარდი დოლარია. მათგან უმდიდრესია ლი შაუ კი, რომლის წილადაც 29,5 მლრდ დოლარი მოდის.
რაც შეეხება მესამე ადგილს, ის წელს პეკინმა დაიკავა 68 მილიარდერით. გასულ წელთან შედარებით ქალაქს 15 სუპერმდიდარი ადამიანი გამოაკლდა. დანარჩენების საერთო ქონება 247,2 მილიარდია. მათგან უმდიდრესია ჟან იმი — 45 მლრდ დოლარის ქონებით.
რეიტინგის შემდეგი ადგილები ასე გადანაწილდა:
შანხაი — 65 მილიარდერი. უმდიდრესია კოლინ ჟე ხუანი;
ლონდონი — 63 მილიარდერი. უმდიდრესია ლენ ბლავატნიკი;
მოსკოვი — 61 მილიარდერი (გასულ წელთან შედარებით +8). უმდიდრესია ვლადიმირ პოტანინი;
მუმბაი — 56 მილიარდერი (გასულ წელთან შედარებით +5). უმდიდრესია მუკეშ ამბანი;
შენჩჟენი (ჩინეთი) — 54 მილიარდერი (გასულ წელთან შედარებით -5). უმდიდრესია მა ხუატენი;
სინგაპური — 46 მილიარდერი (გასულ წელთან შედარებით +10). უმდიდრესია გო ჩენ ლიანი;
დელი — 37 მილიარდერი (გასულ წელთან შედარებით +2). უმდიდრესია შივ ნადარი.
სან-ფრანცისკო — 37 მილიარდერი (გასულ წელთან შედარებით -7). უმდიდრესია ბრაიან ჩესკი.
ამასთან Forbes აღნიშნავს, რომ გამოცემამ 2023 წლის რეიტინგში შესული 2640 მილიარდერიდან 68-ის მუდმივი საცხოვრებლის დადგენა ვერ მოახერხა.