https://sputnik-georgia.com/20230410/bbc-saxelmwifos-mier-finansirebuli-media-276588460.html
„სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული“: BBC „ტვიტერიდან“ მარკირების მოხსნას ითხოვს
„სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული“: BBC „ტვიტერიდან“ მარკირების მოხსნას ითხოვს
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ბრიტანული ტელე-რადიომაუწყებელი BBC მოლაპარაკებებს აწარმოებს Twitter-თან, რათა სოციალურ ქსელში მის აკაუნტს მოუხსნას მარკირება... 10.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-10T11:30+0400
2023-04-10T11:30+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
დიდი ბრიტანეთი
twitter
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0a/276588286_0:28:1200:703_1920x0_80_0_0_380ebe40d8355a27ebc7d8088471550a.jpg
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ბრიტანული ტელე-რადიომაუწყებელი BBC მოლაპარაკებებს აწარმოებს Twitter-თან, რათა სოციალურ ქსელში მის აკაუნტს მოუხსნას მარკირება „სახელმწიფოს მიერ ფინანსირებული მედია“, იუწყება ტელეარხი CNN.საუბარია BBC-ს აკაუნტზე, რომელსაც 2,2 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. ამასთან ასეთი მარკირება არ აქვს ტელეკომპანიის სხვა ისეთ აკაუნტებს, როგორებიცაა: BBC News (World) — 39,7 მილიონი ხელმომწერით, და BBC Breaking News — 51,6 მილიონი ხელმომწერით.როგორც ბრიტანული ტელეკომპანია აღნიშნავს, ის ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და მას აფინანსებს არა მთავრობა, არამედ ადგილობრივი საზოგადოება.პირველად მსგავსი მარკირება „ტვიტერზე“ 2020 წელს გაჩნდა. კომპანიის გადაწყვეტილება, მონიშნოს ესა თუ ის აკაუნტი „სახელმწიფოს მიერ მართულად“, დამოკიდებულია იმაზე, „ახორციელებს თუ არა სახელმწიფო კონტროლს სარედაქციო კონტენტზე ფინანსური რესურსების მეშვეობით, პირდაპირი ან ირიბი პოლიტიკური ზეწოლითა თუ კონტროლით“.ამასთან მარტში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოუყო BBC-ს ერთჯერადად, რათა ინგლისურენოვანი მაუწყებლობისთვის დაეჭირა მხარი დეზინფორმაციის გავრცელების შესაჩერებლად. როგორც საგარეო უწყებაში განმარტეს, ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ მიიღო.ამ დროისათვის Twitter-ზე მარკირება „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია“ აქვს ამერიკულ რადიო NPR-ს, რუსულ RT-სა და Sputnik-ს, ჩინურ „სინჰუას“, ასევე სხვადასხვა ქვეყნების მაღალჩინოსნების, ელჩებისა და დიპლომატიური ლიდერების აკაუნტებს.წყარო: CNN
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0a/276588286_114:0:1087:730_1920x0_80_0_0_6a458c03f5f2b6dbd5afa38d571cdf6b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიდი ბრიტანეთი , twitter, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი , twitter, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ბრიტანული ტელე-რადიომაუწყებელი BBC მოლაპარაკებებს აწარმოებს Twitter-თან, რათა სოციალურ ქსელში მის აკაუნტს მოუხსნას მარკირება „სახელმწიფოს მიერ ფინანსირებული მედია“, იუწყება ტელეარხი CNN.
საუბარია
BBC-ს აკაუნტზე, რომელსაც 2,2 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. ამასთან ასეთი მარკირება არ აქვს ტელეკომპანიის სხვა ისეთ აკაუნტებს, როგორებიცაა: BBC News (World) — 39,7 მილიონი ხელმომწერით, და BBC Breaking News — 51,6 მილიონი ხელმომწერით.
როგორც ბრიტანული ტელეკომპანია აღნიშნავს, ის ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და მას აფინანსებს არა მთავრობა, არამედ ადგილობრივი საზოგადოება.
„ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს Twitter-თან, რათა ეს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად გადავჭრათ. BBC ყოველთვის იყო დამოუკიდებელი. ჩვენ გვაფინანსებს ბრიტანული საზოგადოება სალიცენზიო მოსაკრებლის ხარჯზე“, — განმარტავს ტელეკომპანია.
პირველად მსგავსი მარკირება „ტვიტერზე“ 2020 წელს გაჩნდა. კომპანიის
გადაწყვეტილება, მონიშნოს ესა თუ ის აკაუნტი „სახელმწიფოს მიერ მართულად“, დამოკიდებულია იმაზე, „ახორციელებს თუ არა სახელმწიფო კონტროლს სარედაქციო კონტენტზე ფინანსური რესურსების მეშვეობით, პირდაპირი ან ირიბი პოლიტიკური ზეწოლითა თუ კონტროლით“.
ამასთან მარტში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოუყო BBC-ს ერთჯერადად, რათა ინგლისურენოვანი მაუწყებლობისთვის დაეჭირა მხარი დეზინფორმაციის გავრცელების შესაჩერებლად. როგორც საგარეო უწყებაში განმარტეს, ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ მიიღო.
ამ დროისათვის Twitter-ზე მარკირება „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია“ აქვს ამერიკულ რადიო NPR-ს, რუსულ RT-სა და Sputnik-ს, ჩინურ „სინჰუას“, ასევე სხვადასხვა ქვეყნების მაღალჩინოსნების, ელჩებისა და დიპლომატიური ლიდერების აკაუნტებს.