პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

© social network / Polska Policjaპოლონეთის პოლიცია
პოლონეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2023
გამოწერა
41 წლის მამაკაცს 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
მასმედიის ცნობით, ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი პოვიატას პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა და ძალის გამოყენებით დამცავი, კოდირებული კარის გაღებას შეეცადა.
მან ფიზიკური დაზიანება მიაყენა ადგილზე მყოფ პოლიციის ოფიცერს. საქართველოს მოქალაქე ადგილზე დააკავეს.
ჯერჯერობით უცნობია რა მიზნით შეიჭრა 41 წლის მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში. პოლიციელზე თავდასხმისთვის მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0