https://sputnik-georgia.com/20230410/--------276595752.html
თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
Sputnik საქართველო
კახაბერ გვანცელაძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2017 წლის ნოემბრიდან მუშაობდა. 10.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-10T16:48+0400
2023-04-10T16:48+0400
2023-04-10T20:38+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისის მერია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23917/52/239175256_0:84:1601:984_1920x0_80_0_0_fa3bf440d3bad70d232f245f56c1db4e.jpg
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის პოზიციაზე გოგი ჩიქოვანი წარადგინა.ჩიქოვანმა აღნიშნულ თანამდებობაზე კახაბერ გვანცელაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა.როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გოგი ჩიქოვანი ამ დრომდე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.ჩიქოვანი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რაც კიდევ ერთი უპირატესობაა ამ პოზიციაზე, დასძინა მერმა.„ვფიქრობ, გოგი ჩიქოვანი სწორედ ის ადამიანია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის დახვეწას, ისე ბავშვების უსაფრთხოებას და იმ გამოწვევების დაძლევას, რაც ზოგადად არსებობს სკოლამდელი აღზრდის სისტემაში“, – განაცხადა კალაძემ.მან სააგენტოს ახალ უფროსს წარმატებები უსურვა, ხოლო ყოფილ ხელმძღვანელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. კახაბერ გვანცელაძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა.თბილისში 180 საჯარო და კერძო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 62 ათასამდე ბავშვია რეგისტრირებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23917/52/239175256_88:0:1511:1067_1920x0_80_0_0_b9ee4e2618f7d99d88e6068307d4693c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისის მერია, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, თბილისის მერია, ახალი ამბები
თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
16:48 10.04.2023 (განახლებულია: 20:38 10.04.2023) კახაბერ გვანცელაძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2017 წლის ნოემბრიდან მუშაობდა.
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის პოზიციაზე გოგი ჩიქოვანი წარადგინა.
ჩიქოვანმა აღნიშნულ თანამდებობაზე კახაბერ გვანცელაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა.
როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გოგი ჩიქოვანი ამ დრომდე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.
„გოგი ჩიქოვანის უშუალო ორგანიზებით არაერთი ახალგაზრდული და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა და ის ერთ-ერთი საიმედო პროფესიონალია ჩვენს გუნდში", – განაცხადა კალაძემ.
ჩიქოვანი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რაც კიდევ ერთი უპირატესობაა ამ პოზიციაზე, დასძინა მერმა.
„ვფიქრობ, გოგი ჩიქოვანი სწორედ ის ადამიანია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის დახვეწას, ისე ბავშვების უსაფრთხოებას და იმ გამოწვევების დაძლევას, რაც ზოგადად არსებობს სკოლამდელი აღზრდის სისტემაში“, – განაცხადა კალაძემ.
მან სააგენტოს ახალ უფროსს წარმატებები უსურვა, ხოლო ყოფილ ხელმძღვანელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. კახაბერ გვანცელაძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა.
თბილისში 180 საჯარო და კერძო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 62 ათასამდე ბავშვია რეგისტრირებული.