ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerგადაკეტილი გზა
გადაკეტილი გზა - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2023
გამოწერა
შეზღუდვების დაწესება გუდაური-კობის მონაკვეთზე თოვას უკავშირდება
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კვლავ აკრძალულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
ყველა ახალი ამბავი
0