https://sputnik-georgia.com/20230409/saqartvelosi-9-aprils-darupulta-xsovnas-pativi-miages-276576145.html
საქართველოში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
Sputnik საქართველო
ტრაგიკული დღის შემდეგ უკვე 34-ე წელია, ტრადიციულად, დაღუპულთა პატივსაცემად, რუსთაველის გამზირზე მოსახლეობა მიდის და დაღუპულთა მემორიალს ყვავილებით ამკობს. 09.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-09T15:00+0400
2023-04-09T15:00+0400
2023-04-09T15:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23998/41/239984159_0:136:2039:1283_1920x0_80_0_0_80d192f36eade6ff248d62a0bfa070cd.jpg
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.საქართველოში 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენისა და 1989 წელს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ მრავალათასიანი მიტინგის ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით დარბევის შედეგად მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.9 აპრილს ტრადიციულად, თბილისელებს პარლამენტის შენობასთან ტიტები მიაქვთ. წელსაც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი პარლამენტის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან და ყვავილები მიიტანა. პირველი პირების გარდა, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უცხოელმა დიპლომატებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. მივიდნენ ის ადამიანებიც, ვინ 34 წლის წინ მომხდარი მოვლენების უშუალო მონაწილე იყო.9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა. გარდა ამისა, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში პანაშვიდი ტარდება.1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც „სისხლიან კვირასაც" ეძახიან, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხად იქცა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.გადაწყვეტილება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23998/41/239984159_74:0:1965:1418_1920x0_80_0_0_1c9db15fccce3d84b9083bc3f5d4a5e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება
საქართველოში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ტრაგიკული დღის შემდეგ უკვე 34-ე წელია, ტრადიციულად, დაღუპულთა პატივსაცემად, რუსთაველის გამზირზე მოსახლეობა მიდის და დაღუპულთა მემორიალს ყვავილებით ამკობს.
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოში 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენისა და 1989 წელს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ მრავალათასიანი მიტინგის ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით დარბევის შედეგად მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.
9 აპრილს ტრადიციულად, თბილისელებს პარლამენტის შენობასთან ტიტები მიაქვთ. წელსაც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი პარლამენტის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან და ყვავილები მიიტანა. პირველი პირების გარდა, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უცხოელმა დიპლომატებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. მივიდნენ ის ადამიანებიც, ვინ 34 წლის წინ მომხდარი მოვლენების უშუალო მონაწილე იყო.
9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა. გარდა ამისა, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში პანაშვიდი ტარდება.
1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც „სისხლიან კვირასაც" ეძახიან, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხად იქცა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
გადაწყვეტილება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.