https://sputnik-georgia.com/20230409/mtkicebulebebis-garese-miurebelia-qartuli-ocneba-ass-is-mier-mosamartleebis-dasanqcirebaze-276568499.html
მიუღებელია მტკიცებულებების გარეშე - „ქართული ოცნება“ აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირებაზე
მიუღებელია მტკიცებულებების გარეშე - „ქართული ოცნება“ აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირებაზე
Sputnik საქართველო
მტკიცებულების გარეშე ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი, აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“ 09.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-09T09:30+0400
2023-04-09T09:30+0400
2023-04-09T09:30+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/01/249897924_0:96:1280:816_1920x0_80_0_0_eeddb95bd349893a7e3f891c2f5e0e82.jpg
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ქართველი მოსამართლეებისათვის მტკიცებულებების გარეშე კორუფციის გამო შეერთებულ შტატებში შესვლაზე უარის თქმა მიუღებელია, აცხადებენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები.5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ასეთი უსაფუძვლო გადაწყვეტილებები აშშ-თან ურთიერთობას აზარალებს.„საჭიროა მტკიცებულებები, გარკვეული დოკუმენტაცია, რაზე დაყრდნობით მიიღეს მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილება. დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული დოკუმენტები იქნება წარმოდგენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცუდი იქნება და პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, აღქმული იქნება ჩვენთვის და ასევე საზოგადოებისთვის სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლად. ასეთი დამოკიდებულება და ასეთი გადაწყვეტილებები ამ ურთიერთობებს დააზიანებს“, – განაცხადა კალაძემ.ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.როგორც ადრე საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია სავიზო სანქციების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/01/249897924_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_a219881cc33e0a2643b0270d202d23c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი
მიუღებელია მტკიცებულებების გარეშე - „ქართული ოცნება“ აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირებაზე
მტკიცებულების გარეშე ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი, აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ქართველი მოსამართლეებისათვის მტკიცებულებების გარეშე კორუფციის გამო შეერთებულ შტატებში შესვლაზე უარის თქმა მიუღებელია, აცხადებენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები.
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
„თუ არ იქნება არცერთი მტკიცებულება, როგორც დღეს არის და ეს მოცემულობა გვექნება განგრძობითად, მაშინ თავისუფლად შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი... ეს მართლაც დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ასეთი უსაფუძვლო გადაწყვეტილებები აშშ-თან ურთიერთობას აზარალებს.
„საჭიროა მტკიცებულებები, გარკვეული დოკუმენტაცია, რაზე დაყრდნობით მიიღეს მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილება. დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული დოკუმენტები იქნება წარმოდგენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცუდი იქნება და პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, აღქმული იქნება ჩვენთვის და ასევე საზოგადოებისთვის სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლად. ასეთი დამოკიდებულება და ასეთი გადაწყვეტილებები ამ ურთიერთობებს დააზიანებს“, – განაცხადა კალაძემ.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
როგორც ადრე საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია სავიზო სანქციების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.