https://sputnik-georgia.com/20230409/kvaras-pativsacemad-napolis-fanma-pirvel-svils-xvica-daarqva-276575304.html
კვარას პატივსაცემად: „ნაპოლის“ ფანმა პირველ შვილს ხვიჩა დაარქვა
კვარას პატივსაცემად: „ნაპოლის“ ფანმა პირველ შვილს ხვიჩა დაარქვა
Sputnik საქართველო
ბავშვის მამას ჰქვია არმანდო - არგენტინისა და ნაპოლის ლეგენდარული თავდამსხმელის, დიეგო არმანდო მარადონას სახელი 09.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-09T15:40+0400
2023-04-09T15:40+0400
2023-04-09T15:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
იტალია
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/18/276078466_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_3e74253e5b7947f1b88a62a7f38b46b1.jpg
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ცოტა ხნის წინ ნეაპოლში დაიბადა ბიჭი, რომლის მშობლებმა ბავშვს ხვიჩა დაარქვეს - საქართველოს ნაკრებისა და ადგილობრივი კლუბ „ნაპოლის" ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას პატივსაცემად, ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.სპორტული გამოცემების ცნობით, ბიჭი 31 მარტს დაიბადა. მას დაარქვეს დანიელე ხვიჩა. ბავშვის მამის სახელია არმანდო -არგენტინისა და ნაპოლის ლეგენდარული თავდამსხმელის, დიეგო არმანდო მარადონას სახელი.დანიელ ხვიჩას მშობლები, არმანდო და კლარა, „ნაპოლის“ თავგადაკლული ქომაგები არიან.ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში კვარა სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ დასახელდა - აგვისტოში, თებერვალში და მარტში. ხოლო „ატალანტასთან“ მატჩში მის მიერ გატანილი გოლი მარტის საუკეთესო გოლად იქნა აღიარებული.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/18/276078466_73:0:1210:853_1920x0_80_0_0_f77ed099f34b40d01f432cabcce3c097.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, იტალია , სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, იტალია , სპორტი
კვარას პატივსაცემად: „ნაპოლის“ ფანმა პირველ შვილს ხვიჩა დაარქვა
ბავშვის მამას ჰქვია არმანდო - არგენტინისა და ნაპოლის ლეგენდარული თავდამსხმელის, დიეგო არმანდო მარადონას სახელი
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ცოტა ხნის წინ ნეაპოლში დაიბადა ბიჭი, რომლის მშობლებმა ბავშვს ხვიჩა დაარქვეს - საქართველოს ნაკრებისა და ადგილობრივი კლუბ „ნაპოლის" ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას პატივსაცემად, ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
სპორტული გამოცემების ცნობით, ბიჭი 31 მარტს დაიბადა. მას დაარქვეს დანიელე ხვიჩა. ბავშვის მამის სახელია არმანდო -არგენტინისა და ნაპოლის ლეგენდარული თავდამსხმელის, დიეგო არმანდო მარადონას სახელი.
დანიელ ხვიჩას მშობლები, არმანდო და კლარა, „ნაპოლის“ თავგადაკლული ქომაგები არიან.
„ეს სიმართლეა. ჩვენ მას დანიელე ხვიჩა დავარქვით. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ ყველაფრის გამო, რაც წელს „ნაპოლის“ გარშემო მოხდა", - ამბობს ბავშვის მამა.
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში კვარა სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ დასახელდა - აგვისტოში, თებერვალში და მარტში. ხოლო „ატალანტასთან“ მატჩში მის მიერ გატანილი გოლი მარტის საუკეთესო გოლად იქნა აღიარებული.