საქართველოში უკანონოდ მოპოვებული ბზის რეალიზაციის ფაქტები აღკვეთეს

© Pixabay / Hansბზა
ბზა - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2023
გამოწერა
ბზის რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, სპეციალური ცნობის საფუძველზე, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა გასცემს.
თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთსა და სამეგრელოში, ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოში მართლმადიდებლები კოლხურ ბზას და ასევე ბზის ტოტებს ბზობის კვირას აკურთხებენ.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლებია ატარებს კამპანიას „არ მოჭრა ხე“. ეს კამპანია განსაკუთრებით აქტიური ხდება ბზობის წინ, რადგან კოლხური ბზა საქართველოს ტყეების ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ის წითელ წიგნშია შეტანილი.
ყვარელში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, მოქალაქემ ბზის ნარგაობების დაზიანებით მოიპოვა ტოტები (სამი ტომარა) და მის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა შემდგომი რეალიზების მიზნით.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში, გადამოწმების მიზნით შეჩერებულ ავტომანქანაში, მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა უკანონოდ მოპოვებული ბზის 3 ერთეული ნერგი და ათეულობით ტოტი.
ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.
© Pixabay / _Alicja_ბზა
Самшит. Архивное фото - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2023
ბზა
ამ დროისთვის კოლხურ ბზას გადაშენება ემუქრება პარაზიტი Cydalima perspectalis–ის, ანუ ბზის ალურას გავრცელებისა და ასევე რამდენიმე წლის წინ გაჩენილი დაავადების გამო, რომელიც მცენარეს ახმობს. ბზის გახმობა აჭარაში 2009 წელს შეამჩნიეს. შემდეგ კი დაავადება გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შენიშნეს.
საქართველოს სატყეო ეროვნული სააგენტო კოლხური ბზის შენარჩუნებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის რეგიონებში ბიოლოგიური პრეპარატით 550 ჰექტრამდე ტერიტორიას ამუშავებს.
2016–2017 წლებში ბზის კორომების ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავებამ შედეგი უკვე გამოიღო: კოლხურმა ბზამ აღდგენა დაიწყო, მავნებლების რაოდენობა კი შემცირდა.
ბზის რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან. მაგრამ იმ კერძო ეზოების მფლობელებსაც, რომლებსაც ბზა მოჰყავთ, უნდა გააჩნდეთ სპეციალური ცნობა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა გასცემს. ამ ცნობის მეშვეობით შესაბამისი სამსახურები შეიტყობენ, კონკრეტულად სად არის მოყვანილი ბზა.
ყველა ახალი ამბავი
0