როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 8 აპრილს

© photo: Sputnik / Stringerწვიმა ბათუმში
წვიმა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2023
გამოწერა
მეტეოროლოგების პროგნოზით, საქართველოში ზოგან მოთოვს
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. შაბათს, 8 აპრილს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან კი თოვლი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
მეტეოროლოგები გუდაურში ყინვას ვარაუდობენ, სადაც -2 გრადუსი და თოვლი იქნება. თოვა მოსალოდნელია სტეფანწმინდასა და ბაკურიანშიც.
ქალაქების მიხედვით ამინდის პროგნოზი ასეთია:
ზუგდიდი +9, წვიმა
მესტია +5, წვიმა
ფოთი +11, წვიმა
ბათუმი +12, წვიმა
ოზურგეთი +12, წვიმა
ქუთაისი +9, წვიმა
ამბროლაური +8, წვიმა
ახალციხე +8 წვიმა
ბორჯომი + 4, წვიმა
ბაკურიანი +2, თოვლი
გორი +10, წვიმა
სტეფანწმინდა +4, თოვლი
გუდაური - 2, თოვლი
თელავი +10, წვიმა
რუსთავი +13, წვიმა.
რაც შეეხება თბილისს, აქაც წვიმა და მოღრუბლულობაა. დღისით ჰაერის ტემპერატურა +11-მდე მოიმატებს. ქარი 72 კმ/სთ, ჭექა-ქუხილის ალბათობა - 18%. ღამით ტემპერატურა +5-მდე დაიკლებს.
ყველა ახალი ამბავი
0