https://sputnik-georgia.com/20230408/rogor-gaizarda-sapensio-aqtivebi-saqartvelosi-bolo-monacemebi-276559681.html
როგორ გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - ბოლო მონაცემები
როგორ გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,4 მლნ ადამიანია ჩართული. 08.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-08T15:00+0400
2023-04-08T15:00+0400
2023-04-08T15:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264269545_0:0:3556:2001_1920x0_80_0_0_e44e70e5f4aa6e9140b539e6888a0670.jpg
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 3,24 მლრდ ლარი შეადგინა. ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 492 მილიონი ლარია.საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის მარტის ჩათვლით 43,31%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 4,28% შეადგინა.ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,4 მლნ ადამიანია ჩართული. აქედან თითქმის 3,4 ათასმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით და 9 მლნ ლარზე მეტი მიიღო.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.წყარო - საპენსიო სააგენტო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264269545_825:0:3556:2048_1920x0_80_0_0_73e9ca1a2f7b845895af2df2ee411dcd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება
როგორ გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - ბოლო მონაცემები
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,4 მლნ ადამიანია ჩართული.
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 3,24 მლრდ ლარი შეადგინა. ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 492 მილიონი ლარია.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის მარტის ჩათვლით 43,31%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 4,28% შეადგინა.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,4 მლნ ადამიანია ჩართული. აქედან თითქმის 3,4 ათასმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით და 9 მლნ ლარზე მეტი მიიღო.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.