https://sputnik-georgia.com/20230408/ras-vwamt-savawro-obieqtebsi-saardgomod-kontroli-gamkacrda-276564701.html
რას ვჭამთ: სავაჭრო ობიექტებში სააღდგომოდ კონტროლი გამკაცრდა
რას ვჭამთ: სავაჭრო ობიექტებში სააღდგომოდ კონტროლი გამკაცრდა
Sputnik საქართველო
ობიექტებში მოწმდება სანიტარული ნორმების, ვარგისიანობის ვადა და რეალიზაციის პირობები 08.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-08T17:14+0400
2023-04-08T17:14+0400
2023-04-08T17:14+0400
ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტო
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24503/12/245031214_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_7d5e9d85ac1588afde92a8095551032a.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები აღდგომის დღესასწაულის წინ საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.„სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა სურსათზე. სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს აქტიურად ამოწმებს და მოუწოდებს მომხმარებელს, განსაკუთრებით მაღალი რისკის სურსათის შეძენისას, ყურადღება მიაქციოს რეალიზაციის პირობებსა და ტემპერატურული რეჟიმის დაცვას,“ - აღნიშნა სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვასილ კვერნაძემ.სააგენტოს მონაცემებით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხორცისა და კვერცხის სარეალიზაციო ობიექტების, ასევე საკონდიტროების კონტროლზე. მოწმდება კვერცხის ვარგისიანობის ვადა, ეტიკეტირება და რეალიზაციის პირობები, ხოლო საკონდიტრო საცხობებსა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში წარმოების პროცესი, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და მიკვლევადობა.მიმდინარე წელს სააგენტომ საცხობებში განახორციელა 522 ინსპექტირება და 42 დოკუმენტური შემოწმება, გამოვლინდა 85 სამართალდარღვევა. სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა კვერცხის წარმოებებში, სადაც დარღვევის მხოლოდ 2 შემთხვევა აღინიშნა. მიმდინარე შემოწმების შედეგებს სააგენტო ეტაპობრივად გაავრცელებს.წყარო - სურსათის ეროვნული სააგენტო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24503/12/245031214_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_c8b52a6c61a5ad2b164e6061f08491c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველო, საზოგადოება
რას ვჭამთ: სავაჭრო ობიექტებში სააღდგომოდ კონტროლი გამკაცრდა
ობიექტებში მოწმდება სანიტარული ნორმების, ვარგისიანობის ვადა და რეალიზაციის პირობები
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები აღდგომის დღესასწაულის წინ საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა სურსათზე. სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს აქტიურად ამოწმებს და მოუწოდებს მომხმარებელს, განსაკუთრებით მაღალი რისკის სურსათის შეძენისას, ყურადღება მიაქციოს რეალიზაციის პირობებსა და ტემპერატურული რეჟიმის დაცვას,“ - აღნიშნა სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვასილ კვერნაძემ.
სააგენტოს მონაცემებით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხორცისა და კვერცხის სარეალიზაციო ობიექტების, ასევე საკონდიტროების კონტროლზე. მოწმდება კვერცხის ვარგისიანობის ვადა, ეტიკეტირება და რეალიზაციის პირობები, ხოლო საკონდიტრო საცხობებსა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში წარმოების პროცესი, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და მიკვლევადობა.
მიმდინარე წელს სააგენტომ საცხობებში განახორციელა 522 ინსპექტირება და 42 დოკუმენტური შემოწმება, გამოვლინდა 85 სამართალდარღვევა. სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა კვერცხის წარმოებებში, სადაც დარღვევის მხოლოდ 2 შემთხვევა აღინიშნა. მიმდინარე შემოწმების შედეგებს სააგენტო ეტაპობრივად გაავრცელებს.