https://sputnik-georgia.com/20230408/raribasvilma-da-aliervma-gabalasi-regionuli-centri-daatvalieres-276564043.html
ღარიბაშვილმა და ალიევმა გაბალაში რეგიონული ცენტრი დაათვალიერეს
ღარიბაშვილმა და ალიევმა გაბალაში რეგიონული ცენტრი დაათვალიერეს
Sputnik საქართველო
დასასრულს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად ხელნაკეთი ნივთი გადაეცა 08.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-08T16:03+0400
2023-04-08T16:03+0400
2023-04-08T16:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/08/276560632_0:0:1340:755_1920x0_80_0_0_f715f087e3a29982a10de7908d0d0506.jpg
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად, გაბალის მომსახურების ცენტრში, ASAN Service-ში იმყოფებოდა, ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.მთავრობის მეთაურმა მომსახურების ცენტრი დაათვალიერა და მუშაობის პრინციპს გაეცნო.ASAN Service-ის ცენტრები სახელმწიფო უწყებების მიერ გასაწევი სერვისების ერთიან და კოორდინირებულ განხორციელებას უზრუნველყოფენ. სერვისცენტრების ფუნქციონირება ეფუძნება ოპერატიულობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობისა და კომფორტის პრინციპებს.Sputni-აზერბაიჯანის ინფორმაციით, სტუმრებს აცნობეს, რომ შვიდწლიანი მუშაობის პერიოდში რეგიონულ ცენტრში დაახლოებით მილიონი მიმართვა დაფიქსირდა.გარდა ამისა, ASAN-ის მობილური ავტობუსის მეშვეობით მიღებულია 220 ათასზე მეტი მიმართვა, ხოლო ყოველდღიური მიმართვების რაოდენობა 1000-ს აღწევს.ორი ქვეყნის ლიდერებს რეგიონული ცენტრის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლი უჩვენეს.აღინიშნა, რომ ამჟამად ქვეყანაში 24 მსგავსი ცენტრი ფუნქციონირებს, აქედან 7 - ბაქოში.რეგიონული ცენტრი მოქალაქეებს საერთო ჯამში 360 სახის მომსახურებას სთავაზობს.დასასრულს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად გადაეცა ხელნაკეთი ნივთი, რომელიც ABAD-çı ailə-ს მიერ არის წარმოებული.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/08/276560632_0:0:1148:861_1920x0_80_0_0_df7d60d14dfaee2b611b3487883339c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კავკასია
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კავკასია
ღარიბაშვილმა და ალიევმა გაბალაში რეგიონული ცენტრი დაათვალიერეს
დასასრულს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად ხელნაკეთი ნივთი გადაეცა
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად, გაბალის მომსახურების ცენტრში, ASAN Service-ში იმყოფებოდა, ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა მომსახურების ცენტრი დაათვალიერა და მუშაობის პრინციპს გაეცნო.
ASAN Service-ის ცენტრები სახელმწიფო უწყებების მიერ გასაწევი სერვისების ერთიან და კოორდინირებულ განხორციელებას უზრუნველყოფენ. სერვისცენტრების ფუნქციონირება ეფუძნება ოპერატიულობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობისა და კომფორტის პრინციპებს.
Sputni-აზერბაიჯანის ინფორმაციით, სტუმრებს აცნობეს, რომ შვიდწლიანი მუშაობის პერიოდში რეგიონულ ცენტრში დაახლოებით მილიონი მიმართვა დაფიქსირდა.
გარდა ამისა, ASAN-ის მობილური ავტობუსის მეშვეობით მიღებულია 220 ათასზე მეტი მიმართვა, ხოლო ყოველდღიური მიმართვების რაოდენობა 1000-ს აღწევს.
ორი ქვეყნის ლიდერებს რეგიონული ცენტრის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლი უჩვენეს.
აღინიშნა, რომ ამჟამად ქვეყანაში 24 მსგავსი ცენტრი ფუნქციონირებს, აქედან 7 - ბაქოში.
რეგიონული ცენტრი მოქალაქეებს საერთო ჯამში 360 სახის მომსახურებას სთავაზობს.
დასასრულს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად გადაეცა ხელნაკეთი ნივთი, რომელიც ABAD-çı ailə-ს მიერ არის წარმოებული.