https://sputnik-georgia.com/20230408/ramdeni-pensiori-ucivis-sapensio-sesxis-pirobebs-erovnuli-banki-276567621.html
რამდენი პენსიონერი უჩივის საპენსიო სესხის პირობებს - ეროვნული ბანკი
რამდენი პენსიონერი უჩივის საპენსიო სესხის პირობებს - ეროვნული ბანკი
Sputnik საქართველო
2023 წლის 1 იანვრიდან პენსიონერების დაკრედიტების ახალი წესი ამოქმედდა 08.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-08T23:15+0400
2023-04-08T23:15+0400
2023-04-08T23:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264696068_0:0:3375:1898_1920x0_80_0_0_84e56fca2a0842ebd67e8d03af423eac.jpg
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. პენსიონერებმა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური ზედამხედველობის დეპარტამენტს 244 საჩივრით მიმართეს დაკრედიტების პირობებთან დაკავშირებით, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში დეპუტატების მოთხოვნის საპასუხოდ.2023 წლის 1 იანვრიდან პენსიონერების დაკრედიტების ახალი წესი ამოქმედდა.სიახლის მიხედვით, ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის სესხის მაქსიმალური წლიური განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს დაკრედიტების ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსის ჯამს და 15 პროცენტულ პუნქტს. 2023 წელს სესხების ღირებულების ზედა ზღვარი 26% იქნება.ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საჩივრები ეხებოდა როგორც თავად სასესხო ხელშეკრულებებს, ასევე გადახდის გრაფიკს, 18 პენსიონერი სესხის პროცენტით იყო უკმაყოფილო.საქართველოში მოქმედებს კანონი ასაკობრივი პენსიონერებისთვის პენსიების ინდექსაციის შესახებ, რაც დამოკიდებულია ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე.2023 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 295 ლარის, 70 წელს ზემოთ პირთათვის კი 365 ლარის ოდენობით დადგინდა. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე პირთათვის შეადგენს 355 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ პირებისთვის – 440 ლარს. ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264696068_315:0:3046:2048_1920x0_80_0_0_56016c4d95223956b8b6269c6f7e33bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს ეროვნული ბანკი
რამდენი პენსიონერი უჩივის საპენსიო სესხის პირობებს - ეროვნული ბანკი
2023 წლის 1 იანვრიდან პენსიონერების დაკრედიტების ახალი წესი ამოქმედდა
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. პენსიონერებმა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური ზედამხედველობის დეპარტამენტს 244 საჩივრით მიმართეს დაკრედიტების პირობებთან დაკავშირებით, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში დეპუტატების მოთხოვნის საპასუხოდ.
2023 წლის 1 იანვრიდან პენსიონერების დაკრედიტების ახალი წესი ამოქმედდა.
სიახლის მიხედვით, ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის სესხის მაქსიმალური წლიური განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს დაკრედიტების ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსის ჯამს და 15 პროცენტულ პუნქტს. 2023 წელს სესხების ღირებულების ზედა ზღვარი 26% იქნება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრიდან 27 მარტის ჩათვლით პენსიონერებმა შეიტანეს 244 საჩივარი, აქედან 197 ეხებოდა თავად სესხებს, ხოლო 47 - პენსიების წინასწარ გაცემას.
ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საჩივრები ეხებოდა როგორც თავად სასესხო ხელშეკრულებებს, ასევე გადახდის გრაფიკს, 18 პენსიონერი სესხის პროცენტით იყო უკმაყოფილო.
საქართველოში მოქმედებს კანონი ასაკობრივი პენსიონერებისთვის პენსიების ინდექსაციის შესახებ, რაც დამოკიდებულია ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე.
2023 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 295 ლარის, 70 წელს ზემოთ პირთათვის კი 365 ლარის ოდენობით დადგინდა. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე პირთათვის შეადგენს 355 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ პირებისთვის – 440 ლარს. ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან.