ქართული ანსამბლები ქალაქური მრავალხმიანობის პოპულარიზაციისთვის ერთიანდებიან

© photo: Sputnik / Stringerფილარმონია
ფილარმონია - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2023
გამოწერა
გუნდები შეასრულებენ ცნობილ ქალაქურ ჰიტებსა და სპეციალურად დღევანდელი კონცერტისთვის შექმნილ ერთობლივ ნამუშევრებს
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. ცნობილი ქართული ვოკალური ანსამბლები შაბათს, 8 აპრილს დიდი საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) სცენაზე ერთობლივ კონცერტს გამართავენ, იუწყებიან ორგანიზატორები.
კონცერტის მიზანი ქალაქური მრავალხმიანობის ჟანრის პოპულარიზაციაა.
კონცერტზე წარდგებიან ანსამბლები „ქართული ხმები", „შვიდკაცა", „ალილო", „თეატრალური კვარტეტი" და „ფორტე". ცნობილი ქართული ქალაქური ჰიტების გარდა, ანსამბლები შეასრულებენ სპეციალურად დღევანდელი კონცერტისთვის შექმნილ ერთობლივ ნამუშევრებსაც.
ხუთ ანსამბლთან ერთად სცენაზე წარდგება დავით მაზანაშვილის ორკესტრი, რომლის თანხლებითაც შესრულდება კონცერტი.
ყველა ახალი ამბავი
0