https://sputnik-georgia.com/20230408/murusize-ass-ver-daasinebs-qartvel-mosamartleebs-276567453.html
მურუსიძე: ამერიკა ვერ დააშინებს ქართველ მოსამართლეებს
მურუსიძე: ამერიკა ვერ დააშინებს ქართველ მოსამართლეებს
Sputnik საქართველო
მურუსიძის თქმით, მას არაერთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი და ახლა ისინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ელოდებიან. 08.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-08T23:02+0400
2023-04-08T23:02+0400
2023-04-14T17:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/13/250092171_0:28:1818:1051_1920x0_80_0_0_e9bf26576df01dbfc3dd567d622291ff.jpg
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. აშშ-ის საელჩოს მიერ მოსამართლეების დაშინება არ იმუშავებს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ლევან მურუსიძემ.5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.მურუსიძის თქმით, მას ბევრმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი და ასევე მიაჩნიათ, რომ ეს არის ბრძოლა სასამართლოს, სამართლიანობის და არა კორუფციის წინააღმდეგ. ის იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლეების შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შედგება.„პრემიერთან გულწრფელი საუბრის შემდეგ დავიგეგმებით, რა შეიძლება, გაკეთდეს უკვე გლობალურად. მოსამართლეები ითხოვენ, შევიკრიბოთ და ვთქვათ სიმართლე, თუმცა ჯერ პრემიერს ვთხოვეთ შეხვედრა“, - განაცხადა მურუსიძემ.ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.როგორც ადრე საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია სავიზო სანქციების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/13/250092171_191:0:1628:1078_1920x0_80_0_0_d308100ae43334cf8b39c7efb982b6c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
მურუსიძე: ამერიკა ვერ დააშინებს ქართველ მოსამართლეებს
23:02 08.04.2023 (განახლებულია: 17:12 14.04.2023) მურუსიძის თქმით, მას არაერთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი და ახლა ისინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ელოდებიან.
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. აშშ-ის საელჩოს მიერ მოსამართლეების დაშინება არ იმუშავებს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ლევან მურუსიძემ.
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
„აშშ-ის საელჩოს მხრიდან მოსამართლეების მიმართ გზავნილი, რომ თუ არ იქნებით ჩვენი მომხრეები და არ გააკეთებთ იმას, რაც ჩვენთვის მისაღებია, ის დაგემართებათ, რაც მურუსიძეს, დარწმუნებული ვარ, ეს არ იმუშავებს, განაცხადა მურუსიძემ.
მურუსიძის თქმით, მას ბევრმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი და ასევე მიაჩნიათ, რომ ეს არის ბრძოლა სასამართლოს, სამართლიანობის და არა კორუფციის წინააღმდეგ. ის იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლეების შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შედგება.
„პრემიერთან გულწრფელი საუბრის შემდეგ დავიგეგმებით, რა შეიძლება, გაკეთდეს უკვე გლობალურად. მოსამართლეები ითხოვენ, შევიკრიბოთ და ვთქვათ სიმართლე, თუმცა ჯერ პრემიერს ვთხოვეთ შეხვედრა“, - განაცხადა მურუსიძემ.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
როგორც ადრე საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია სავიზო სანქციების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.