https://sputnik-georgia.com/20230408/davitasvilis-gamosvla-forumze-biznesis-roli-somxettan-savawro-urtiertobebis-ganmtkicebasi-276556265.html
დავითაშვილის გამოსვლა ფორუმზე: ბიზნესის როლი სომხეთთან სავაჭრო ურთიერთობის განმტკიცებაში
დავითაშვილის გამოსვლა ფორუმზე: ბიზნესის როლი სომხეთთან სავაჭრო ურთიერთობის განმტკიცებაში
Sputnik საქართველო
ბოლო წლებში საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა 08.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-08T12:33+0400
2023-04-08T12:33+0400
2023-04-08T12:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
კავკასია
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/07/276542198_0:1:870:490_1920x0_80_0_0_5fd1f2153f80ee76309106c8734d7142.jpg
თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის გასაღრმავებლად მნიშვნელოვანია მჭიდრო კავშირი ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ქართულ-სომხურ ბიზნეს-ფორუმში.ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობა მიიღო 450-მდე მეწარმემ საქართველოდან და სომხეთიდან, რომლებიც წარმოადგენდნენ ისეთ დარგებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, საცალო ვაჭრობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ლოგისტიკა და სხვ.მინისტრის თქმით, საქართველოს სომხეთში ექსპორტის ზრდის ტენდენციის შენარჩუნების იმედი აქვს.„ბოლო წლებში საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოდან სომხეთში ექსპორტი წელს უკვე 133 მილიონ დოლარს შეადგენს. ჩვენ ველით, რომ ზრდის ტენდენცია წლის განმავლობაში შენარჩუნდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.ლევან დავითაშვილი სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ გნელ სანოსიანთან ერთად წარდგა მოხსენებით ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლების წინაშე.ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, მათ შორის, კერძო სექტორის დონეზე.მისი სიტყვებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენცია ნათლად უთითებს ინვესტორების ნდობაზე და პოზიტიურ მოლოდინზე საქართველოში საქმიანი გარემოს მიმართ.გარდა ამისა, შედგა მორიგი შეხვედრა დავითაშვილსა და გნელ სანოსიანს შორის, რომლის დროსაც მათ განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით.შეხვედრაზე დავითაშვილმა სომხეთის მხარე მიიწვია „აბრეშუმის გზის“ მეოთხე საერთაშორისო ფორუმზე, რომლის ჩატარებაც თბილისში 26-27 ოქტომბერს იგეგმება და მიზნად ისახავს მთავრობასა და ბიზნესწრეებს შორის მაღალი დონის დიალოგისთვის მოედნის მომზადებას.საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ სავაჭრო, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. ბოლო 30 წელიწადში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის ათობით დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღდეგ ბრძოლის სფეროში.სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 2023 წლის იანვარ-თებერვალში თითქმის 203,2 მილიონი დოლარი იყო, რაც 92,3%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ქართული პროდუქციის ექსპორტი სომხეთში წლის დასაწყისიდან 191,7%-ით გაიზარდა და 133 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/07/276542198_0:0:654:490_1920x0_80_0_0_a6f671617200ca99379cbbd0081b131b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, კავკასია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, კავკასია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
დავითაშვილის გამოსვლა ფორუმზე: ბიზნესის როლი სომხეთთან სავაჭრო ურთიერთობის განმტკიცებაში
ბოლო წლებში საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა
თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის გასაღრმავებლად მნიშვნელოვანია მჭიდრო კავშირი ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ქართულ-სომხურ ბიზნეს-ფორუმში.
ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობა მიიღო 450-მდე მეწარმემ საქართველოდან და სომხეთიდან, რომლებიც წარმოადგენდნენ ისეთ დარგებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, საცალო ვაჭრობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ლოგისტიკა და სხვ.
„დამატებით იმასთან, რასაც ჩვენ, როგორც მთავრობა, ვაკეთებთ ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად სავაჭრო ურთიერთობების გასავითარებლად, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმაც დაამყაროს პირდაპირი კონტაქტები სავაჭრო კავშირების გასამყარებლად“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველოს სომხეთში ექსპორტის ზრდის ტენდენციის შენარჩუნების იმედი აქვს.
„ბოლო წლებში საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოდან სომხეთში ექსპორტი წელს უკვე 133 მილიონ დოლარს შეადგენს. ჩვენ ველით, რომ ზრდის ტენდენცია წლის განმავლობაში შენარჩუნდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილი სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ გნელ სანოსიანთან ერთად წარდგა მოხსენებით ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლების წინაშე.
ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, მათ შორის, კერძო სექტორის დონეზე.
„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, ჩამოყალიბების პოლიტიკას და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას. დღეს ჩვენი მიზანია - ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ საქართველო არის საიმედო, კონკურენტუნარიანი და ეფექტური პარტნიორი ბიზნესის კეთების თვალსაზრისით“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
მისი სიტყვებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენცია ნათლად უთითებს ინვესტორების ნდობაზე და პოზიტიურ მოლოდინზე საქართველოში საქმიანი გარემოს მიმართ.
გარდა ამისა, შედგა მორიგი შეხვედრა დავითაშვილსა და გნელ სანოსიანს შორის, რომლის დროსაც მათ განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით.
შეხვედრაზე დავითაშვილმა სომხეთის მხარე მიიწვია „აბრეშუმის გზის“ მეოთხე საერთაშორისო ფორუმზე, რომლის ჩატარებაც თბილისში 26-27 ოქტომბერს იგეგმება და მიზნად ისახავს მთავრობასა და ბიზნესწრეებს შორის მაღალი დონის დიალოგისთვის მოედნის მომზადებას.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ სავაჭრო, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. ბოლო 30 წელიწადში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის ათობით დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღდეგ ბრძოლის სფეროში.
სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 2023 წლის იანვარ-თებერვალში თითქმის 203,2 მილიონი დოლარი იყო, რაც 92,3%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ქართული პროდუქციის ექსპორტი სომხეთში წლის დასაწყისიდან 191,7%-ით გაიზარდა და 133 მილიონ დოლარს გადააჭარბა.