ვარკეთილში ხანძარია - იწვის საწყობი: ვიდეო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმეხანძრეები
მეხანძრეები - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2023
გამოწერა
ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო ბრიგადები, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ვარკეთილში, სასაფლაოს მახლობლად მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა.
დაკვამლიანება იმდენად ძლიერი იყო, რომ ის რაიონის თითქმის ყველა მხრიდან ჩანდა.
ადგილზე უკვე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
ამ დროისათვის არ არსებობს ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ და ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0