https://sputnik-georgia.com/20230407/tokios-kapeebis-meniushi-qartuli-kerzebi-sheitanes-276515400.html
ტოკიოს კაფეების მენიუში ქართული კერძები შეიტანეს
ტოკიოს კაფეების მენიუში ქართული კერძები შეიტანეს
Sputnik საქართველო
მანამდე იაპონიის სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილეს ქსელ „მაცუაში“ (Matsuya) ქართული კერძის – შქმერულის გაყიდვა დაიწყეს. 07.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-07T12:50+0400
2023-04-07T12:50+0400
2023-04-07T18:53+0400
საქართველო
იაპონია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/07/276514021_0:283:2048:1435_1920x0_80_0_0_2c9486ce2d457010768ee27a52a4fb05.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ტოკიოს სამმა ქსელურმა კაფემ ვიზიტორების ქართული კერძებით, მათ შორის აჭარული ხაჭაპურით გამასპინძლება დაიწყო, დაწერა სოციალურ ქსელში იაპონიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ.აჭარული ხაჭაპურის გარდა, იაპონურ კაფეებში სტუმრებს შეუძლიათ გასინჯონ ფხალი (ისპანახის, ჭარხლის, ლობიოს), კიტრისა და პომიდვრის სალათა, აჯიკა, ფელამუში. იაპონური კაფეების მენიუში ასევე შეიტანეს ჩაშუშული.მანამდე იაპონიის სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილეს ქსელ „მაცუაში“ (Matsuya) ქართული კერძის – შქმერულის გაყიდვა დაიწყეს. საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. იაპონია საქართველოს ეხმარება ეკონომიკის, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროების განვითარებაში.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/07/276514021_305:426:1683:1460_1920x0_80_0_0_e607d27070ec06e2c072116d2d589f20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იაპონია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, იაპონია , საზოგადოება, ახალი ამბები
ტოკიოს კაფეების მენიუში ქართული კერძები შეიტანეს
12:50 07.04.2023 (განახლებულია: 18:53 07.04.2023) მანამდე იაპონიის სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილეს ქსელ „მაცუაში“ (Matsuya) ქართული კერძის – შქმერულის გაყიდვა დაიწყეს.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ტოკიოს სამმა ქსელურმა კაფემ ვიზიტორების ქართული კერძებით, მათ შორის აჭარული ხაჭაპურით გამასპინძლება დაიწყო, დაწერა სოციალურ ქსელში იაპონიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ.
აჭარული ხაჭაპურის გარდა, იაპონურ კაფეებში სტუმრებს შეუძლიათ გასინჯონ ფხალი (ისპანახის, ჭარხლის, ლობიოს), კიტრისა და პომიდვრის სალათა, აჯიკა, ფელამუში. იაპონური კაფეების მენიუში ასევე შეიტანეს ჩაშუშული.
მანამდე იაპონიის სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილეს ქსელ „მაცუაში“ (Matsuya) ქართული კერძის – შქმერულის გაყიდვა დაიწყეს.
საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. იაპონია საქართველოს ეხმარება ეკონომიკის, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროების განვითარებაში.