რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: აშშ უკრაინაში ბიოლაბორატორიების მუშაობას აღადგენს

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoიგორ კირილოვი
იგორ კირილოვი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2023
გამოწერა
პენტაგონი გააგრძელებს კვლევებს უკრაინისა და სხვა ქვეყნების ბიოობიექტებზე მსოფლიო თანამეგობრობის გაურკვეველი რეაქციის გამო, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. აშშ–მა განაახლა უკრაინაში ბიოლაბორატორიების მშენებლობის პროგრამა და ისინი აფართოებენ უკრაინელი ბიოლოგების მომზადების ფორმატს, განაცხადა რუსეთის სამხედრო ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა.
„მიუხედავად იძულებითი პაუზისა, რაც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებას უკავშირდება, ამჟამად საქმიანობა პროგრამის ფარგლებში აღდგენილია. ამ ეტაპზე ძირითადი ამოცანებია უკრაინაში ბიოლაბორატორიების მშენებლობა, ასევე უკრაინელი სპეციალისტი ბიოლოგების მომზადების პროგრამის გაფართოება“, – განაცხადა კირილოვმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ადრე რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული განცხადებები პენტაგონის სამხედრო–ბიოლოგიური საქმიანობის ფაქტებზე ვაშინგტონს აიძულებს, გამოიჩინოს ძალისხმევა, რათა მუშაობის ჭეშმარიტი ხასიათი დამალოს. მან აღნიშნა, რომ ამისთვის აშშ–მა შეცვალა პროგრამის დასახელება „ერთობლივი ბიოლოგიური კვლევები“, რომელიც, ფაქტობრივად, მიმართულია ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების შემუშავებაზე.
კირილოვმა აღნიშნა, რომ პენტაგონი გააგრძელებს კვლევებს უკრაინისა და სხვა ქვეყნების ბიოობიექტებზე, რადგან მსოფლიო საზოგადოების რეაქცია გაურკვეველია და არის ვაშინგტონისთვის წინააღმდეგობის გაწევის შიში.
მან აღნიშნა, რომ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოამზადა პუბლიკაციების სერია, სადაც ცდილობს, ეჭვქვეშ დააყენოს თავიანთი უკანონო ბიოლოგიური კვლევების დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები. მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ–გვერდზე 14 მარტს გამოქვეყნდა ბიულეტენი, სადაც რუსეთს კვლავ დეზინფორმაციაში ედება ბრალი.
კირილოვმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ–ის საზღვარგარეთ განთავსებული ბიოლაბორატორიების რაიონებში არის საშიში პათოგენების გავრცელების რისკი, მათი მუშაობა მესამე ქვეყნებში სერიოზულ საფრთხეს ქმნის მთელი რეგიონებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0