https://sputnik-georgia.com/20230407/raribasvili-stabilurobisa-da-msvidobis-garese-samxret-kavkasiis-ganvitareba-seuzlebelia-276538955.html
ღარიბაშვილი: სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე სამხრეთ კავკასიის განვითარება შეუძლებელია
ღარიბაშვილი: სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე სამხრეთ კავკასიის განვითარება შეუძლებელია
Sputnik საქართველო
მხოლოდ რეგიონში მშვიდობა მოგვცემს აზერბაიჯანთან თანამშრომლობით ახალი პროექტების განხორციელების საშუალებას, მათ შორის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების... 07.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-07T20:14+0400
2023-04-07T20:14+0400
2023-04-07T22:30+0400
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/07/276531813_152:296:1494:1051_1920x0_80_0_0_b2ec7bc5963de8b890e35f4869f6dcc1.jpg
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავარი ამოცანაა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საქართველომ რიგი სამშვიდობო ინიციატივები წამოაყენა.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთელი ძალისხმევა ქვეყნის მოსახლეობისა და ეკონომიკის აყვავებისკენ არის მიმართული.„ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები, მეტი კეთილდღეობა ჰქონდეთ ჩვენს ხალხებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.ალიევი: ენერგორესურსების ტრანზიტის მიმართულებით საქართველო და ბაქო აქტიურად თანამშრომლობენ>>ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მხოლოდ რეგიონში მშვიდობა იძლევა შესაძლებლობას, რომ განხორციელდეს ახალი პროექტები, მათ შორის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების განვითარების კუთხით, აზერბაიჯანთან თანამშრომლობით.საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/07/276531813_223:154:1419:1051_1920x0_80_0_0_c6005eb4b299134c2009aec3e6bb9cb9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი: სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე სამხრეთ კავკასიის განვითარება შეუძლებელია
20:14 07.04.2023 (განახლებულია: 22:30 07.04.2023) მხოლოდ რეგიონში მშვიდობა მოგვცემს აზერბაიჯანთან თანამშრომლობით ახალი პროექტების განხორციელების საშუალებას, მათ შორის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების განვითარების კუთხით, თქვა პრემიერმა.
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავარი ამოცანაა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საქართველომ რიგი სამშვიდობო ინიციატივები წამოაყენა.
„ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის ჩვენი ხალხებისთვის მეტი კეთილდღეობის საფუძველი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთელი ძალისხმევა ქვეყნის მოსახლეობისა და ეკონომიკის აყვავებისკენ არის მიმართული.
„ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები, მეტი კეთილდღეობა ჰქონდეთ ჩვენს ხალხებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მხოლოდ რეგიონში მშვიდობა იძლევა შესაძლებლობას, რომ განხორციელდეს ახალი პროექტები, მათ შორის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების განვითარების კუთხით, აზერბაიჯანთან თანამშრომლობით.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.