https://sputnik-georgia.com/20230407/pilarmoniis-teritoriis-reabilitaciis-pirveli-nawili-dasrulda-276528140.html
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პირველი ნაწილი დასრულდა
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პირველი ნაწილი დასრულდა
Sputnik საქართველო
ფილარმონია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, ამიტომაც მისი პირვანდელი სახე მთლიანად შენარჩუნებულია, განაცხადა კახა კალაძემ. 07.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-07T16:43+0400
2023-04-07T16:43+0400
2023-04-07T21:12+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/07/276529983_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_15c87f0531e94c3677ef11f84409b5f9.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულდა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიის განახლების სამუშაოები 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.როგორც კალაძემ აღნიშნა, ფილარმონია დედაქალაქის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, თუმცა, შენობის მიმდებარე ტერიტორია რთულ მდგომარეობაში იყო – მუზის ქანდაკებასთან ქვის ფილები დაზიანებული იყო, ჰიდროიზოლაციის არარსებობის გამო კი წყალი შენობის სარდაფში ჩადიოდა. უწყების ცნობით, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, შეიცვალა ჰიდროიზოლაციის სისტემა, ასევე განახლდა საკონცერტო დარბაზთან ასასვლელი კიბეები. პროექტის მეორე ეტაპზე დაგეგმილია ლითონის მოაჯირების მონტაჟი, „მუზის" ქანდაკებისა და ტერიტორიაზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/07/276529983_1:0:1936:1451_1920x0_80_0_0_9613faf2543404ecd1fef74506ab66d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პირველი ნაწილი დასრულდა
16:43 07.04.2023 (განახლებულია: 21:12 07.04.2023) ფილარმონია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, ამიტომაც მისი პირვანდელი სახე მთლიანად შენარჩუნებულია, განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულდა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიის განახლების სამუშაოები 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ფილარმონია დედაქალაქის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, თუმცა, შენობის მიმდებარე ტერიტორია რთულ მდგომარეობაში იყო – მუზის ქანდაკებასთან ქვის ფილები დაზიანებული იყო, ჰიდროიზოლაციის არარსებობის გამო კი წყალი შენობის სარდაფში ჩადიოდა.
„დავასრულეთ ფილარმონიის წინ არსებული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. აღნიშნული სივრცე იყო მთლიანად ამორტიზებული – დამტვრეული ფილები, მოშლილი სადრენაჟო სისტემა, ქვემოთ არსებულ ოთახებში წვიმის დროს წყალი ჩადიოდა. ეს ყველაფერი მოწესრიგდა. აღნიშნული სივრცე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და, რა თქმა უნდა, იგი პირვანდელი სახით აღდგა", – განაცხადა კალაძემ.
უწყების ცნობით, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, შეიცვალა ჰიდროიზოლაციის სისტემა, ასევე განახლდა საკონცერტო დარბაზთან ასასვლელი კიბეები. პროექტის მეორე ეტაპზე დაგეგმილია ლითონის მოაჯირების მონტაჟი, „მუზის" ქანდაკებისა და ტერიტორიაზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია.