https://sputnik-georgia.com/20230407/pentagoni-iizebs-saidan-gajona-saidumlo-informaciam-276520777.html
პენტაგონი იძიებს, საიდან გაჟონა საიდუმლო ინფორმაციამ
პენტაგონი იძიებს, საიდან გაჟონა საიდუმლო ინფორმაციამ
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. პენტაგონი ეძებს საიდუმლო მასალების გაჟონვის წყაროს, რომლებიც უკრაინის არმიის მოახლოებული შეტევის წინ მისი დახმარების გეგმებს... 07.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-07T11:39+0400
2023-04-07T11:39+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
აშშ
პენტაგონი
პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24793/20/247932067_0:86:1920:1166_1920x0_80_0_0_dae4c3c5a66f2a84f25d1f2bca2c3ee9.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. პენტაგონი ეძებს საიდუმლო მასალების გაჟონვის წყაროს, რომლებიც უკრაინის არმიის მოახლოებული შეტევის წინ მისი დახმარების გეგმებს შეეხება, იტყობინება New York Times ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.აღნიშნული მასალები, რომლებიც ბოლო დღეებში გავრცელდა Twitter-სა და Telegram-ზე, შეიცავს ინფორმაციას შეტევისთვის მომზადებული უკრაინული ქვედანაყოფების (მათი ნაწილის) შემადგენლობისა და შეიარაღის შესახებ, ასევე ინფორმაციას საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდების გრაფიკის შესახებ.როგორც გავრცელებულ დოკუმენტებშია ნათქვამი, უკრაინის 12 ბრიგადიდან 9 დასავლელი მოკავშირეების დახმარებით აღიჭურება 250 ტანკითა და 350 ქვეითთა საბრძოლო მანქანით. წყაროების განმარტებით, დოკუმენტები არ შეიცავს უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დაგეგმილ თავდასხმის გეგმებს.ამასთან, წყაროების თქმით, გაჟონილი დოკუმენტების ნაწილი, რომელიც, მაგალითად, შეიცავს ინფორმაციას რუსეთისა და უკრაინის დანაკარგების შესახებ, გაყალბებულია. ერთ-ერთ ცხრილში რუსეთის დანაკარგები 17,5 ათასი დაღუპულია, უკრაინისა კი 71,5 ათასი, რაც ეწინააღმდეგება პენტაგონის მონაცემებს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საომარი მოქმედებებისას თითქმის 200 ათასი რუსი სამხედროა მოკლული და დაჭრილი, ხოლო უკრაინის მხრიდან ეს დანაკარგები 100 ათასზე მეტ მოკლულსა და დაჭრილს შეადგენს.The New York Times ამ დოკუმენტების გაჟონვას უწოდებს რუსული დაზვერვის ყველაზე დიდ წარმატებას სამხედრო კონფლიქტის დაწყების დღიდან. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც გაზეთის წყაროები ამბობენ, ამ მონაცემებიდან ბევრი უკვე მოძველებულია და მარტის დასაწყისის ვითარებას ასახავს, მოსკოვი მაინც შეძლებს იქიდან ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მიღებას.წყარო: New York Times
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24793/20/247932067_126:0:1794:1251_1920x0_80_0_0_04b7a09cb77cbcd55881b75b0144e262.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები, აშშ , პენტაგონი, პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები, აშშ , პენტაგონი, პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. პენტაგონი ეძებს საიდუმლო მასალების გაჟონვის წყაროს, რომლებიც უკრაინის არმიის მოახლოებული შეტევის წინ მისი დახმარების გეგმებს შეეხება, იტყობინება New York Times ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
აღნიშნული მასალები, რომლებიც ბოლო დღეებში გავრცელდა Twitter-სა და Telegram-ზე, შეიცავს ინფორმაციას შეტევისთვის მომზადებული უკრაინული ქვედანაყოფების (მათი ნაწილის) შემადგენლობისა და შეიარაღის შესახებ, ასევე ინფორმაციას საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდების გრაფიკის შესახებ.
როგორც გავრცელებულ დოკუმენტებშია ნათქვამი, უკრაინის 12 ბრიგადიდან 9 დასავლელი მოკავშირეების დახმარებით აღიჭურება 250 ტანკითა და 350 ქვეითთა საბრძოლო მანქანით. წყაროების განმარტებით, დოკუმენტები არ შეიცავს უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დაგეგმილ თავდასხმის გეგმებს.
ამასთან, წყაროების თქმით, გაჟონილი დოკუმენტების ნაწილი, რომელიც, მაგალითად, შეიცავს ინფორმაციას რუსეთისა და უკრაინის დანაკარგების შესახებ, გაყალბებულია. ერთ-ერთ ცხრილში რუსეთის დანაკარგები 17,5 ათასი დაღუპულია, უკრაინისა კი 71,5 ათასი, რაც ეწინააღმდეგება პენტაგონის მონაცემებს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საომარი მოქმედებებისას თითქმის 200 ათასი რუსი სამხედროა მოკლული და დაჭრილი, ხოლო უკრაინის მხრიდან ეს დანაკარგები 100 ათასზე მეტ მოკლულსა და დაჭრილს შეადგენს.
The New York Times ამ დოკუმენტების გაჟონვას უწოდებს რუსული დაზვერვის ყველაზე დიდ წარმატებას სამხედრო კონფლიქტის დაწყების დღიდან. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც გაზეთის წყაროები ამბობენ, ამ მონაცემებიდან ბევრი უკვე მოძველებულია და მარტის დასაწყისის ვითარებას ასახავს, მოსკოვი მაინც შეძლებს იქიდან ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მიღებას.