https://sputnik-georgia.com/20230407/botanikuri-bari-sakuras-dreebs-umaspinzlebs-276538033.html
თბილისის ბოტანიკური ბაღი „საკურას დღეებს“ უმასპინძლებს
თბილისის ბოტანიკური ბაღი „საკურას დღეებს“ უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
საკურას ყვავილობა გაზაფხულის ერთ-ერთი მომხიბვლელი სანახაობაა. 07.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-07T19:27+0400
2023-04-07T19:27+0400
2023-04-07T22:16+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23348/77/233487735_0:160:3077:1890_1920x0_80_0_0_d517a889b45fd75c625660e311db7ec5.jpg
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 8 და 9 აპრილს თბილისში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება, იუწყება თბილისის მერია.უწყების ცნობით, წლევანდელი ღონისძიებისთვის იაპონურ ბაღს ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 25 ახალი ნერგი შეემატა.„საკურას ყვავილობის დღეები“ ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნება, რომელსაც წარუძღვება მისი აღმატებულება, საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლე მიუკი იმამურა.გარდა ამისა, დამთვალიერებლებს სუშის მომზადების მასტერ-კლასისა და იაპონური ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.ღონისძიების დასასრულს დამსხვრეული ჭურჭლის ოსტატურად შეკეთების იაპონური ხელოვნების მასტერ-კლასი ჩატარდება.ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ ორი დღის განმავლობაში 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23348/77/233487735_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_0c9622e3e5b614f0f2b93251c3c5c702.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, იაპონია
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, იაპონია
თბილისის ბოტანიკური ბაღი „საკურას დღეებს“ უმასპინძლებს
19:27 07.04.2023 (განახლებულია: 22:16 07.04.2023) საკურას ყვავილობა გაზაფხულის ერთ-ერთი მომხიბვლელი სანახაობაა.
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 8 და 9 აპრილს თბილისში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება, იუწყება თბილისის მერია.
უწყების ცნობით, წლევანდელი ღონისძიებისთვის იაპონურ ბაღს ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 25 ახალი ნერგი შეემატა.
„საკურას ყვავილობის დღეები“ ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნება, რომელსაც წარუძღვება მისი აღმატებულება, საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლე მიუკი იმამურა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ბონსაის კოლექცია, თემატური ხელნაკეთი ნივთების, იაპონური ტრადიციული სამოსისა და ახალგაზრდა მხატვრების მიერ იაპონურ თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
გარდა ამისა, დამთვალიერებლებს სუშის მომზადების მასტერ-კლასისა და იაპონური ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.
ღონისძიების დასასრულს დამსხვრეული ჭურჭლის ოსტატურად შეკეთების იაპონური ხელოვნების მასტერ-კლასი ჩატარდება.
ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ ორი დღის განმავლობაში 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება.