https://sputnik-georgia.com/20230407/-----276527464.html
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: მარტის მონაცემები
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: მარტის მონაცემები
Sputnik საქართველო
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში. 07.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-07T16:22+0400
2023-04-07T16:22+0400
2023-04-07T21:10+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845684_0:45:1920:1125_1920x0_80_0_0_ab98bbf2c28c679e2c9d550651ef987e.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის მარტში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 143 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 40 ფაქტი კახეთში გამოვლინდა, 29 – შიდა ქართლში, 27 – სამცხე-ჯავახეთში, 20 – გურიაში, 12 – იმერეთში, 9 – ქვემო ქართლში, 3 – სამეგრელო–ზემო სვანეთში, 2 – მცხეთა-მთიანეთში და 1 – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 305 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის, 173 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 132 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.უწყების ცნობით, სამართალდარღვევის ფაქტებზე შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის მიზნით შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845684_213:0:1920:1280_1920x0_80_0_0_791df01e41fc8c15445a65238b979dbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: მარტის მონაცემები
16:22 07.04.2023 (განახლებულია: 21:10 07.04.2023) მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის მარტში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 143 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 40 ფაქტი კახეთში გამოვლინდა, 29 – შიდა ქართლში, 27 – სამცხე-ჯავახეთში, 20 – გურიაში, 12 – იმერეთში, 9 – ქვემო ქართლში, 3 – სამეგრელო–ზემო სვანეთში, 2 – მცხეთა-მთიანეთში და 1 – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 305 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის, 173 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 132 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
უწყების ცნობით, სამართალდარღვევის ფაქტებზე შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის მიზნით შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.