https://sputnik-georgia.com/20230406/saqartvelos-safexburto-nakrebma-fifas-reitingsi-pozicia-gaiumjobesa-276510660.html
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფიფას რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფიფას რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა
Sputnik საქართველო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები რეიტინგში ბულგარეთისა და ისრაელის ნაკრებებს შორის მოხვდა. 06.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-06T22:12+0400
2023-04-06T22:12+0400
2023-04-06T23:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1c/276205445_0:52:1280:772_1920x0_80_0_0_e5693ad98574691b8f438bf9fb6c8b89.jpg
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა და ახლა 77-ე ადგილზეა.საქართველოს ნაკრებს 1311,51 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით ბულგარეთსა (1315,74) და ისრაელს (1307,41) შორის იმყოფება.თებერვალში ფიფას ბოლო რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ორი თამაში ჩაატარა – ამხანაგური მატჩი მონღოლეთთან, რომელშიც 6:1 მოიგო, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში შესარჩევ ტურნირში ნორვეგიას (1:1) დაუზავდა.საქართველოს ქალთა ფეხბურთის ნაკრები რეიტინგში 127-ე ადგილზეა და ერთი პოზიციით წინ წაიწია. გოგონები ზიმბაბვესა და მონღოლეთის ნაკრებებს შორის მოხვდნენ.ფიფას რეიტინგში მამაკაცებს შორის ლიდერები არიან არგენტინის, საფრანგეთისა და ბრაზილიის გუნდები, ქალთა შორის – აშშ, შვედეთი და საფრანგეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1c/276205445_67:0:1204:853_1920x0_80_0_0_42ab8096756db10b506be32a01f102a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფიფას რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა
22:12 06.04.2023 (განახლებულია: 23:34 06.04.2023) საქართველოს საფეხბურთო ნაკრები რეიტინგში ბულგარეთისა და ისრაელის ნაკრებებს შორის მოხვდა.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა და ახლა 77-ე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრებს 1311,51 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით ბულგარეთსა (1315,74) და ისრაელს (1307,41) შორის იმყოფება.
თებერვალში ფიფას ბოლო რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ორი თამაში ჩაატარა – ამხანაგური მატჩი მონღოლეთთან, რომელშიც 6:1 მოიგო, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში შესარჩევ ტურნირში ნორვეგიას (1:1) დაუზავდა.
საქართველოს ქალთა ფეხბურთის ნაკრები რეიტინგში 127-ე ადგილზეა და ერთი პოზიციით წინ წაიწია. გოგონები ზიმბაბვესა და მონღოლეთის ნაკრებებს შორის მოხვდნენ.
ფიფას რეიტინგში მამაკაცებს შორის ლიდერები არიან არგენტინის, საფრანგეთისა და ბრაზილიის გუნდები, ქალთა შორის – აშშ, შვედეთი და საფრანგეთი.