https://sputnik-georgia.com/20230406/ra-semtxvevasi-amusavdebian-wisqvilkombinatebi-axali-iniciativa-276507966.html
რა შემთხვევაში ამუშავდება წისქვილკომბინატები - ახალი ინიციატივა
რა შემთხვევაში ამუშავდება წისქვილკომბინატები - ახალი ინიციატივა
Sputnik საქართველო
მეწისქვილეების ინიციატივაა, რომ გადასახადებისაგან უნდა გათავისუფლდეს მხოლოდ „სოციალური პურის“ გამოსაცხობად სამყოფი ფქვილი. 06.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-06T20:44+0400
2023-04-06T20:44+0400
2023-04-06T23:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22833/28/228332842_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_f92a83b22a2b336446a1a1b12685cb01.jpg
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. გადასახადის შემოღება მხოლოდ სხვადასხვა სახის პურისა და საკონდიტრო ნაწარმის გამოსაცხობად საჭირო ფქვილზე საქართველოში ფქვილის ქარხნებს წარმოების აღდგენაში დაეხმარება, განუცხადა ჟურნალისტებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.მარტის შუა რიცხვებიდან საქართველოში წისქვილკომბინატებმა მუშაობა შეწყვიტეს, რის გამოც ფერმერები ხორბლის მოსავალს ვერ ასაღებენ. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ მთავრობას შესთავაზა, ექსპორტირებულ ფქვილზე იმ ოდენობის მცურავი გადასახადის დაწესება, რამდენსაც რუსეთი აწესებს ხორბალზე. მათი თქმით, ამით ფქვილი და ხორბალი კონკურენტუნარიანი კატეგორიები გახდება.როგორც სილაგავამ განმარტა, პურის ქარხნებს თვეში სწორედ 7 ათასი ტონა ფქვილი სჭირდებათ ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობად.ახალი ინიციატივა ძველისგან განსხვავებულია იმით, რომ წინადადება გულისხმობს ბეგარის დაწესებას ფქვილის იმ რაოდენობაზე, რომლისგანაც სოციალური პური ცხვება.„დანარჩენი ფქვილი, რომელიც სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმზე გამოიყენება, ასევე გერმანულ და ავსტრიულ პურზე, ამ მიმართულებით შემოღებული იყოს ფქვილის იმპორტზე დაბეგვრის რეჟიმი. ეს იქნება დამაბალანსებელი, საშუალებას მისცემს წისქვილკომბინატებს, რომ ამუშავდნენ და ხორბალი მიიღონ ადგილობრივი ფერმერებისგან“, – განაცხადა სილაგავამ.როდის გაიაფდება პური? მწარმოებლები თარიღს ასახელებენ >>სილაგავას თქმით, ეს იქნებოდა დამაბალანსებელი ზომა, რომელიც წისქვილებს მუშაობის და ადგილობრივი ფერმერებისგან ხორბლის ჩაბარების შესაძლებლობას მისცემდა.როგორც მანამდე საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციაში განაცხადეს, მოთხოვნის არარსებობის გამო ქართველი ფერმერები ვერ ახერხებენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას.რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. ამიტომაც ქართველმა ფერმერებმა არ იციან სად წაიღონ მოსავალი.წისქვილების პრობლემებიქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულს, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ შარშან ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეწყვიტა.წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.საქართველოში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის.სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–თებერვალში რუსეთიდან შემოიტანეს 32 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე 55,8%-ით მეტია, ასევე 25 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 5,4%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის იანვარ–თებერვალში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22833/28/228332842_1:0:2730:2047_1920x0_80_0_0_088957116390964f2ecc8407e9e4a184.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
რა შემთხვევაში ამუშავდება წისქვილკომბინატები - ახალი ინიციატივა
20:44 06.04.2023 (განახლებულია: 23:14 06.04.2023) მეწისქვილეების ინიციატივაა, რომ გადასახადებისაგან უნდა გათავისუფლდეს მხოლოდ „სოციალური პურის“ გამოსაცხობად სამყოფი ფქვილი.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. გადასახადის შემოღება მხოლოდ სხვადასხვა სახის პურისა და საკონდიტრო ნაწარმის გამოსაცხობად საჭირო ფქვილზე საქართველოში ფქვილის ქარხნებს წარმოების აღდგენაში დაეხმარება, განუცხადა ჟურნალისტებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
მარტის შუა რიცხვებიდან საქართველოში წისქვილკომბინატებმა მუშაობა შეწყვიტეს, რის გამოც ფერმერები ხორბლის მოსავალს ვერ ასაღებენ. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ მთავრობას შესთავაზა, ექსპორტირებულ ფქვილზე იმ ოდენობის მცურავი გადასახადის დაწესება, რამდენსაც რუსეთი აწესებს ხორბალზე. მათი თქმით, ამით ფქვილი და ხორბალი კონკურენტუნარიანი კატეგორიები გახდება.
„ჩვენი შეთავაზება არის ორკომპონენტიანი: პირველი – 7 ათასი ტონა ფქვილი ყოველ თვე კვოტირებულად გათავისუფლებული იყოს იმპორტის დროს ყველანაირი გადასახადისგან“, – განაცხადა სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც სილაგავამ განმარტა, პურის ქარხნებს თვეში სწორედ 7 ათასი ტონა ფქვილი სჭირდებათ ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობად.
ახალი ინიციატივა ძველისგან განსხვავებულია იმით, რომ წინადადება გულისხმობს ბეგარის დაწესებას ფქვილის იმ რაოდენობაზე, რომლისგანაც სოციალური პური ცხვება.
„დანარჩენი ფქვილი, რომელიც სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმზე გამოიყენება, ასევე გერმანულ და ავსტრიულ პურზე, ამ მიმართულებით შემოღებული იყოს ფქვილის იმპორტზე დაბეგვრის რეჟიმი. ეს იქნება დამაბალანსებელი, საშუალებას მისცემს წისქვილკომბინატებს, რომ ამუშავდნენ და ხორბალი მიიღონ ადგილობრივი ფერმერებისგან“, – განაცხადა სილაგავამ.
სილაგავას თქმით, ეს იქნებოდა დამაბალანსებელი ზომა, რომელიც წისქვილებს მუშაობის და ადგილობრივი ფერმერებისგან ხორბლის ჩაბარების შესაძლებლობას მისცემდა.
როგორც მანამდე საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციაში განაცხადეს, მოთხოვნის არარსებობის გამო ქართველი ფერმერები ვერ ახერხებენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას.
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. ამიტომაც ქართველმა ფერმერებმა არ იციან სად წაიღონ მოსავალი.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულს, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ შარშან ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეწყვიტა.
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
საქართველოში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–თებერვალში რუსეთიდან შემოიტანეს 32 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე 55,8%-ით მეტია, ასევე 25 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 5,4%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის იანვარ–თებერვალში.