ძლიერი ქარი, თოვლჭყაპი და წვიმა: სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2023
გამოწერა
უამინდობამ შესაძლებელია მეწყრული პროცესების ჩასახვა და წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. სინოპტიკოსები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში შესაძლებელია თოვლჭყაპი. დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0