https://sputnik-georgia.com/20230406/parkinsonis-adreuli-nisnebi-terfebsa-da-fexis-titebze-276491687.html
დააკვირდით ფეხებს: პარკინსონის ადრეული ნიშნები ტერფებსა და თითებზე
დააკვირდით ფეხებს: პარკინსონის ადრეული ნიშნები ტერფებსა და თითებზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. პარკინსონის დაავადების სიმპტომები ადამიანებში განსხვავებულად ვლინდება და თავდაპირველად შეიძლება იმდენად მსუბუქი ფორმის იყოს, რომ... 06.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-06T17:28+0400
2023-04-06T17:28+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
პარკინსონის დაავადება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24891/37/248913747_0:74:1920:1154_1920x0_80_0_0_390d5fd77cd6fb384256be57bfe5e528.jpg
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. პარკინსონის დაავადების სიმპტომები ადამიანებში განსხვავებულად ვლინდება და თავდაპირველად შეიძლება იმდენად მსუბუქი ფორმის იყოს, რომ შეუმჩნეველიც კი დარჩეს, წერს გამოცემა Daily Express სპეციალისტებზე დაყრდნობით.მედიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სასიკვდილო დაავადება არ არის, დროთა განმავლობაში სერიოზულად ართულებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.დღეისათვის პარკინსონის 40-ზე მეტი სიმპტომია ცნობილი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ხელების კანკალი. თუმცა გამორიცხული არ არის, ადამიანს ყბის ან ფეხების ტრემორიც დაეწყოს.გარდა ამისა, პარკინსონის განვითარებაზე ასევე შეიძლება მიანიშნებდეს:პარკინსონის დაავადების განვითარებაზე შეიძლება მეტყველებდეს სხვა ისეთი წინასწარი ნიშნებიც, როგორებიცაა:სპეციალისტების თქმით, პარკინსონის დაავადება მაშინ იწყებს განვითარებას, როდესაც დოფამინის წარმოქმნაზე პასუხისმგებელი ნერვული უჯრედები კვდება. სწორედ დოფამინი უწყობს ხელს სიგნალების გაგზავნას ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც მოძრაობას უწევენ კოორდინაციას.მანამდე კომპანია Parkinson-ში განაცხადეს, რომ ამ დაავადების ადრეული ნიშნების განსაზღვრა თვალების მეშვეობითაცაა შესაძლებელი. სწავლულთა თქმით, ერთ-ერთი უპირველესი სიმპტომი, რომელიც დაავადების განვითარების შესახებ გვაფრთხილებს — ეს თვალების სიმშრალეა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24891/37/248913747_142:0:1778:1227_1920x0_80_0_0_c5a0c6008b1980f0817717dd5fea2182.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, პარკინსონის დაავადება
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, პარკინსონის დაავადება
დააკვირდით ფეხებს: პარკინსონის ადრეული ნიშნები ტერფებსა და თითებზე
17:28 06.04.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. პარკინსონის დაავადების სიმპტომები ადამიანებში განსხვავებულად ვლინდება და თავდაპირველად შეიძლება იმდენად მსუბუქი ფორმის იყოს, რომ შეუმჩნეველიც კი დარჩეს, წერს გამოცემა
Daily Express სპეციალისტებზე დაყრდნობით.
მედიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სასიკვდილო დაავადება არ არის, დროთა განმავლობაში სერიოზულად ართულებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
დღეისათვის პარკინსონის 40-ზე მეტი სიმპტომია ცნობილი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ხელების კანკალი. თუმცა გამორიცხული არ არის, ადამიანს ყბის ან ფეხების ტრემორიც დაეწყოს.
გარდა ამისა, პარკინსონის განვითარებაზე ასევე შეიძლება მიანიშნებდეს:
ტერფებსა და ფეხის თითებში მტკივნეული კრუნჩხვები და უნებლიე დაჭიმულობა;
კუნთებისა და კიდურების შებოჭილობა;
სიარულისას წონასწორობის დაკარგვა.
„შეიძლება ნაბიჯები გახდეს მოკლე და ფლატუნა, გაგიჭირდეთ სიარულის დაწყება და გაჩერება, ხოლო სიარულისას ხელების ბუნებრივი ქნევა შეწყვიტოთ. როცა ნაბიჯის გადადგმას მოისურვებთ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ფეხებით იატაკზე ხართ მიწებებული“, — წერს გამოცემა.
პარკინსონის დაავადების განვითარებაზე შეიძლება მეტყველებდეს სხვა ისეთი წინასწარი ნიშნებიც, როგორებიცაა:
მეტყველების შეცვლა — ის შეიძლება გახდეს გაუგებარი და ძალიან ხმადაბალი;
სპეციალისტების თქმით, პარკინსონის დაავადება მაშინ იწყებს განვითარებას, როდესაც დოფამინის წარმოქმნაზე პასუხისმგებელი ნერვული უჯრედები კვდება. სწორედ დოფამინი უწყობს ხელს სიგნალების გაგზავნას ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც მოძრაობას უწევენ კოორდინაციას.
მანამდე კომპანია Parkinson-ში
განაცხადეს, რომ ამ დაავადების ადრეული ნიშნების განსაზღვრა თვალების მეშვეობითაცაა შესაძლებელი. სწავლულთა თქმით, ერთ-ერთი უპირველესი სიმპტომი, რომელიც დაავადების განვითარების შესახებ გვაფრთხილებს — ეს თვალების სიმშრალეა.