https://sputnik-georgia.com/20230406/jenevis-molaparakebebi-morigi-raundis-shedegebi-276499266.html
ჟენევის მოლაპარაკებები - მორიგი რაუნდის შედეგები
ჟენევის მოლაპარაკებები - მორიგი რაუნდის შედეგები
Sputnik საქართველო
მოლაპარაკებების რიგით 56-ე რაუნდი 2022 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა. 06.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-06T18:13+0400
2023-04-06T18:13+0400
2023-04-06T22:36+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა
ახალი ამბები
ეუთო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24732/13/247321392_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_810f02618dbd262aaf9487eed495020a.jpg
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. 5 აპრილს ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 57-ე რაუნდის მონაწილეებმა უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში განვითარებული მოვლენები განიხილეს.ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.„უკიდურესად რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება პროცესისადმი და დაინტერესება, უზრუნველყონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელება, როგორც ერთადერთი პლატფორმის, სადაც განიხილება კონფლიქტის შედეგები“, – ნათქვამია მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მოლაპარაკებების საკვანძო როლს, როგორც პლატფორმას დიალოგისთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.ზოგიერთი მონაწილის პროტესტის გამო, სამწუხაროდ, სრულად ვერ მოხდა დევნილებისა და ლტოლვილების საკითხის მოცვა, ნათქვამია თანათავმჯდომარეების განცხადებაში.თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვა 2023 წლის ივლისის შუა რიცხვებში იგეგმება და ყველა მონაწილისგან ელოდებიან დადასტურებას.2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24732/13/247321392_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_38b17322432f2e5484a1d41481ab15d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები, ეუთო
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები, ეუთო
ჟენევის მოლაპარაკებები - მორიგი რაუნდის შედეგები
18:13 06.04.2023 (განახლებულია: 22:36 06.04.2023) მოლაპარაკებების რიგით 56-ე რაუნდი 2022 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა.
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. 5 აპრილს ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 57-ე რაუნდის მონაწილეებმა უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში განვითარებული მოვლენები განიხილეს.
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.
„უკიდურესად რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება პროცესისადმი და დაინტერესება, უზრუნველყონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელება, როგორც ერთადერთი პლატფორმის, სადაც განიხილება კონფლიქტის შედეგები“, –
ნათქვამია მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მოლაპარაკებების საკვანძო როლს, როგორც პლატფორმას დიალოგისთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.
„ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესახებ აზრთა ინტენსიური გაცვლის შემდეგ მონაწილეებმა ვერ მიაღწიეს ურთიერთგაგებას დღის წესრიგის მთავარ საკითხზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ზოგიერთი მონაწილის პროტესტის გამო, სამწუხაროდ, სრულად ვერ მოხდა დევნილებისა და ლტოლვილების საკითხის მოცვა, ნათქვამია თანათავმჯდომარეების განცხადებაში.
თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვა 2023 წლის ივლისის შუა რიცხვებში იგეგმება და ყველა მონაწილისგან ელოდებიან დადასტურებას.
2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.