მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მონაწილეობს საქართველოც: აპრილში სამხედრო წვრთნები Defender-23 დაიწყება

  - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2023
გამოწერა
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. მრავალეროვნული სამხედრო მანევრები Defender-23, რომელშიც ამერიკელი და 26 მოკავშირე ქვეყნის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას, მიმდინარე წლის 22 აპრილს დაიწყება, განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა საბრინა სინგჰმა.

„ეს არის ყოველწლიური, თითქმის ორთვიანი წვრთნები, რომელიც ფოკუსირებულია აშშ-ში ბაზირებული ძალების სტრატეგიულ განლაგებაზე, წინასწარ შექმნილი მარაგების გამოყენებაზე და ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის საკითხებზე“, — განაცხადა სინგჰმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მანევრებში, რომელიც ევროპის 10 ქვეყნის ტერიტორიებზე ჩატარდება, 9 ათასი ამერიკელი და 26 მოკავშირე თუ პარტნიორი ქვეყნის 17 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
ამასთან, როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა განმარტა, სწავლების სამზადისის ფარგლებში ესპანეთში უკვე ჩატანილია 7 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, ხოლო კიდევ 13 ათასი ევროპაში წინასწარ შექმნილი მარაგებიდან გამოიყოფა.
როგორც პენტაგონის საიტზეა ნათქვამი, სწავლება Defender-23-ის მიზანია, წარმოაჩინოს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების უნარი, სწრაფად განათავსოს ბრძოლისუნარიანი ჯარები და ტექნიკა, რათა „დაამშვიდოს მოკავშირეები და შეაჩეროს ისინი, ვინც საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას, და დაიცვას კონტინენტი აგრესიისგან“. გარდა ამისა, წვრთნები ასევე ადასტურებს ევროპის ქვეყნების მზადყოფნას, გაზარდონ თავიანთი შეიარაღებული ძალების მასშტაბები, შესაძლებლობები და ოპერატიული თავსებადობა.
აშშ-ის გარდა, Defender-23-ში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.
წყარო: U.S. Department of Defense
ყველა ახალი ამბავი
0