https://sputnik-georgia.com/20230406/-------276472909.html
ძაღლების პატრონების საყურადღებოდ! რა სიახლეები იგეგმება საქართველოში
ძაღლების პატრონების საყურადღებოდ! რა სიახლეები იგეგმება საქართველოში
Sputnik საქართველო
წინასწარი მონაცემებით, კანონპროექტი ძირითადად ძაღლების მოშენებისა და პატრონობის საკითხს შეეხება. 06.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-06T11:00+0400
2023-04-06T11:00+0400
2023-04-06T15:46+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/01/251344800_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_e09629472aeab56c4cbbb2a512876205.jpg
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოში ძაღლების დაჩიპვა შეიძლება სავალდებულო გახდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.კანონპროექტზე მუშაობა, რომელმაც მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხი უნდა დაარეგულიროს, 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, პროექტი ძირითადად ძაღლების ყოლისა და გამრავლების საკითხს შეეხება.მისი თქმით, რიცხოვნობის გაკონტროლების ერთადერთი გზა მონიტორინგია.„კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ სავალდებულო იქნება, რომ მოხდეს ყველა ძაღლის ჩიპირება“, – განაცხადა ბითაძემ.როგორც ბითაძემ აღნიშნა, არცერთი ვეტერინარული კლინიკა, ზოომაღაზია, ბაზრობა არ იქნება უფლებამოსილი ძაღლი გაყიდოს ან გაამრავლოს ჩიპირების გარეშე. ცვლილებების შედეგად ყველა ძაღლი, რომელიც ქუჩაში მოხვდება, იდენტიფიცირებული იქნება, ხოლო მეპატრონეს, რომელმაც ის გაუშვა, შესაბამისი სანქციები დაეკისრება.გარდა ამისა, ფულადი ჯარიმა გაიზრდება ძაღლების გასეირნების წესების დარღვევისთვისაც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/01/251344800_213:0:1920:1280_1920x0_80_0_0_7c70e35a3091ad45c8153d426b148888.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
ძაღლების პატრონების საყურადღებოდ! რა სიახლეები იგეგმება საქართველოში
11:00 06.04.2023 (განახლებულია: 15:46 06.04.2023) წინასწარი მონაცემებით, კანონპროექტი ძირითადად ძაღლების მოშენებისა და პატრონობის საკითხს შეეხება.
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოში ძაღლების დაჩიპვა შეიძლება სავალდებულო გახდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
კანონპროექტზე მუშაობა, რომელმაც მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხი უნდა დაარეგულიროს, 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, პროექტი ძირითადად ძაღლების ყოლისა და გამრავლების საკითხს შეეხება.
„კანონპროექტის მთავარი მიზანი იქნება – მკაცრად გაკონტროლდეს ძაღლების ყოლისა და გამრავლების საკითხები. სხვანაირად, სახელმწიფოს მხრიდან რაც არ უნდა საოპერაციოები შეიქმნას და კასტრაცია-სტერილიზაცია ჩატარდეს ყოველდღიურად, თუ არ გაკონტროლდნენ ადამიანები, ვინც ყიდულობს ან ამრავლებს ძაღლებს, პრობლემა პრაქტიკულად ვერ გადაიჭრება“, – განაცხადა ბითაძემ.
მისი თქმით, რიცხოვნობის გაკონტროლების ერთადერთი გზა მონიტორინგია.
„კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ სავალდებულო იქნება, რომ მოხდეს ყველა ძაღლის ჩიპირება“, – განაცხადა ბითაძემ.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, არცერთი ვეტერინარული კლინიკა, ზოომაღაზია, ბაზრობა არ იქნება უფლებამოსილი ძაღლი გაყიდოს ან გაამრავლოს ჩიპირების გარეშე. ცვლილებების შედეგად ყველა ძაღლი, რომელიც ქუჩაში მოხვდება, იდენტიფიცირებული იქნება, ხოლო მეპატრონეს, რომელმაც ის გაუშვა, შესაბამისი სანქციები დაეკისრება.
გარდა ამისა, ფულადი ჯარიმა გაიზრდება ძაღლების გასეირნების წესების დარღვევისთვისაც.