https://sputnik-georgia.com/20230405/zurabisvilma-uaryo-xmebi-qalta-mozraobis-seqmnis-sesaxeb-276440862.html
ზურაბიშვილმა უარყო ხმები ქალთა მოძრაობის შექმნის შესახებ
ზურაბიშვილმა უარყო ხმები ქალთა მოძრაობის შექმნის შესახებ
Sputnik საქართველო
ქართულ მედიასაშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახალი მოძრაობის შექმნას და ამისთვის ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიზიდვას აპირებს. 05.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-05T14:38+0400
2023-04-05T14:38+0400
2023-04-05T18:41+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875632_0:240:3215:2048_1920x0_80_0_0_9a49e51c37a151bb94336c409643cd5b.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ 9 აპრილს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილი შეხვედრა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელ ქალებთან აპოლიტიკურია, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში. საქართველოში 9 აპრილს აღინიშნება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე. მასმედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ახალი მოძრაობის დაფუძნებას და ამისთვის ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მოზიდვას აპირებს. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხმების იმის თაობაზე, თითქოს პრეზიდენტი საქართველოში რაიმე სახის მოძრაობის დაფუძნებას აპირებს, სიცრუეა. ამავე დროს, 9 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად დიდ აქციას გეგმავს. ისინი პარლამენტის შენობასთან არა მხოლოდ თბილისელების, არამედ რეგიონებიდან მოსახლეობის შეკრებას აპირებენ. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ „ნაცმოძრაობის" ერთადერთი სურვილი ხელისუფლებაში დაბრუნებაა და ისინი მათ რადიკალიზმსა და დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებენ. ასეთი დესტრუქციული მოქმედების მაგალითად ისინი „ნაციონალური მოძრაობის" უარს ასახელებენ საპარლამენტო მუშაობაში ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად არის აუცილებელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875632_633:301:2963:2048_1920x0_80_0_0_3cb478fa0c4045c88251685ad9299975.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
ზურაბიშვილმა უარყო ხმები ქალთა მოძრაობის შექმნის შესახებ
14:38 05.04.2023 (განახლებულია: 18:41 05.04.2023) ქართულ მედიასაშუალებებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახალი მოძრაობის შექმნას და ამისთვის ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიზიდვას აპირებს.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ 9 აპრილს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილი შეხვედრა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელ ქალებთან აპოლიტიკურია, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოში 9 აპრილს აღინიშნება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე. მასმედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ახალი მოძრაობის დაფუძნებას და ამისთვის ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მოზიდვას აპირებს.
„9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ", – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხმების იმის თაობაზე, თითქოს პრეზიდენტი საქართველოში რაიმე სახის მოძრაობის დაფუძნებას აპირებს, სიცრუეა.
„განვმარტავთ, რომ ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას", – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე დროს, 9 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად დიდ აქციას გეგმავს. ისინი პარლამენტის შენობასთან არა მხოლოდ თბილისელების, არამედ რეგიონებიდან მოსახლეობის შეკრებას აპირებენ.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ „ნაცმოძრაობის" ერთადერთი სურვილი ხელისუფლებაში დაბრუნებაა და ისინი მათ რადიკალიზმსა და დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებენ. ასეთი დესტრუქციული მოქმედების მაგალითად ისინი „ნაციონალური მოძრაობის" უარს ასახელებენ საპარლამენტო მუშაობაში ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად არის აუცილებელი.