https://sputnik-georgia.com/20230405/sazogadoebrivi-transporti-276450160.html
ძალიან „მოსახერხებელი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტი
ძალიან „მოსახერხებელი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტი
Sputnik საქართველო
სოციალურ ქსელებსა და პირად საუბრებში თბილისელები მუდმივად საუბრობენ იმის შესახებ, რომ თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრთნაკადს ვერ უმკლავდება. 05.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-05T15:02+0400
2023-04-05T15:02+0400
2023-04-05T18:45+0400
კარიკატურები
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/05/276446379_0:0:1141:642_1920x0_80_0_0_db69c885c45c6558589b9b669fe1a79d.jpg
პიკის საათებში ავტობუსები და მეტრო გადავსებულია, თუმცა მერია პირობას დებს, რომ ძალიან მალე თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბევრჯერ თქვა, რომ მერიის პოლიტიკის თანახმად, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა სარგებლობდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, განსაკუთრებით, სამუშაო დღეებში.თბილისის მერია 2023-2024 წლებში 200 ახალ 18-მეტრიან ავტობუსს შეიძენს, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს უფრო ხელმისაწვდომს და კომფორტულს გახდის. ამ სიახლის წყალობით საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილების რაოდენობა 84 ათასიდან 110 ათასამდე გაიზრდება.ბოლო წლების განმავლობაში ავტობუსების პარკი მთლიანად განახლდა, ავტობუსების რაოდენობა 655-დან 860-მდე გაიზარდა. თუმცა ეს, აშკარაა, საკმარისი მაინც არ არის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/05/276446379_0:0:857:642_1920x0_80_0_0_effc416e701a2286229f2b773b93f9c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კარიკატურები, მულტიმედია
ძალიან „მოსახერხებელი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტი
15:02 05.04.2023 (განახლებულია: 18:45 05.04.2023) სოციალურ ქსელებსა და პირად საუბრებში თბილისელები მუდმივად საუბრობენ იმის შესახებ, რომ თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრთნაკადს ვერ უმკლავდება.
პიკის საათებში ავტობუსები და მეტრო გადავსებულია, თუმცა მერია პირობას დებს, რომ ძალიან მალე თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბევრჯერ თქვა, რომ მერიის პოლიტიკის თანახმად, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა სარგებლობდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, განსაკუთრებით, სამუშაო დღეებში.
თბილისის მერია 2023-2024 წლებში 200 ახალ 18-მეტრიან ავტობუსს შეიძენს, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს უფრო ხელმისაწვდომს და კომფორტულს გახდის. ამ სიახლის წყალობით საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილების რაოდენობა 84 ათასიდან 110 ათასამდე გაიზრდება.
ბოლო წლების განმავლობაში ავტობუსების პარკი მთლიანად განახლდა, ავტობუსების რაოდენობა 655-დან 860-მდე გაიზარდა. თუმცა ეს, აშკარაა, საკმარისი მაინც არ არის.