ბედისწერასთან მებრძოლი, მკვდრეთით აღმდგარი და განდიდებული ქართველი უფლისწულები
16:44 05.04.2023 (განახლებულია: 21:19 05.04.2023)
© Pixabay / congerdesignძველი წიგნები
© Pixabay / congerdesign
გამოწერა
ბედისწერის განაჩენს ვერავინ გაქცევია, ვერც ჩინიანი და ვერც უჩინო, თუმცა იყვნენ ისეთი იღბლიანებიც, რომლებსაც უეჭველი და გარდაუვალი სიკვდილისთვის თავიც დაუღწევიათ და დიდებაც დაუბრუნებიათ.
ქართულ სინამდვილეშიც მომხდარა მსგავსი, და დღეს ორიოდ მაგალითს გიამბობთ.
***
868 წელს აფხაზთა მეფე გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ, ანდერძის მიხედვით, ტახტი მის ძმისწულს, მცირეწლოვან ბაგრატს უნდა დარჩენოდა. მაგრამ ანდერძის აღსულებას ქვრივი დედოფალი აღუდგა წინ. ის გავლენიან ფეოდალ იოანე შავლიანს დაუკავშირდა და სასახლის გადატრიალება მოაწყო. შედეგად – უფლისწულს ტახტი წაართვეს და სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს.
დედოფლის ბრძანებით ბაგრატი დიდ კიდობანში ჩასვეს და ზღვაში გადააგდეს. მაგრამ მოხერხებულმა უფლისწულმა კიდობნიდან თავის დაღწევა და სამშვიდობოს გასვლა მოახერხა.
ბაგრატი კონსტანტინოპოლში გაიქცა. აფხაზეთის სამეფო ტახტზე კი იოანე შავლიანი დაჯდა, ხოლო იოანეს სიკვდილის შემდეგ მისი შვილი ადარნასე გამეფდა.
ბაგრატი კონსტანტინოპოლში გაიქცა. აფხაზეთის სამეფო ტახტზე კი იოანე შავლიანი დაჯდა, ხოლო იოანეს სიკვდილის შემდეგ მისი შვილი ადარნასე გამეფდა.
შავლიანები საკმაოდ ენერგიული და უკომპრომისო მმართველები გამოდგნენ,
ბიზანტიელებსაც კი დაუპირისპირდნენ და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას შეუდგნენ. ამან ძალიან გააღიზიანა კონსტანტინოპოლის სამეფო კარი. ამიტომ იმპერატორმა ლეონ VI-მ ბაგრატს ჯარი მიაშველა და მანაც, თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ, 887 წელს ტახტი დაიბრუნა.
ადარნასე შავლიანი დამარცხდა და ეს მარცხი მას სიკვდილის ფასად დაუჯდა.
იღბლიანი ბაგრატი ადარნასესთვის ტახტის წართმევას არ დასჯერდა, მიცვალებულს თანამეცხედრეც წაართვა — დაქვრივებული დედოფალი ცოლად დაისვა.

1223 წელს ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ სამეფო გვირგვინი მისმა დამ — რუსუდანმა დაიდგა. თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა იმისთვის, რომ ძალაუფლების სიმყარე ეგრძნო, ვინაიდან ლაშა-გიორგის მცირეწლოვანი უკანონო შვილი — დავითი დარჩა.
და დედოფალმა, იმისთვის, რომ თავისი ვაჟისთვის, სახელად ასევე დავითისთვის გაეკაფა გზა ტახტისკენ, ძმისწულის თავიდან მოშორება გადაწყვიტა.
და დედოფალმა, იმისთვის, რომ თავისი ვაჟისთვის, სახელად ასევე დავითისთვის გაეკაფა გზა ტახტისკენ, ძმისწულის თავიდან მოშორება გადაწყვიტა.
ცბიერმა ხელისუფალმა ლაშა-გიორგის ძე დავითი იკონიის სასულთნოში გათხოვილ ქალიშვილთან — თამართან გაგზავნა, თან საიდუმლოდ მისი მოკვლა დაავალა. მაგრამ არ შეასრულა თამარმა გულბოროტი დედის ბრძანება. პირიქით, გულგახსნილმა მიიღო ბიძაშვილი და, როგორც იტყვიან, ცივ ნიავს არ აკარებდა.
ქალიშვილის ურჩობამ ფრიად განარისხა რუსუდანი და გაბოროტებულმა ცილი შესწამა შვილს. თამარის ქმარს, რუმის სულთან ქეიხუსრევ ყიას ედ-დინს მისწერა, დაბრმავებულხარ და ვერ ხედავ, როგორ გღალატობს ცოლი თავის ბიძაშვილთანო.
გააფთრებული ყიას ედ-დინი მეუღლის სამყოფელში შეიჭრა, ხატები დაულეწა, სასტიკად სცემა და მრავალი ტანჯვის შემდეგ მუსლიმობის მიღება აიძულა. მისი მსახურები კი შეუბრალებლად დაახოცვინა.
რაც შეეხება დავით ლაშა-გიორგის ძეს, სულთნის ბრძანებით ისიც სასტიკად აწამეს. ბოლოს კი, როცა მისი გვემა მოსწყინდა, უფლისწულს ზღვაში დახრჩობის განაჩენი გამოუტანა. მაგრამ მენავეებს დავითი შეეცოდათ. ამიტომ არ დაახრჩვეს, თუმცა ღია ზღვაში კი მიატოვეს.
ნაპირზე გამორიყული სულთმობრძავი უფლისწული ერთმა ვაჭარმა იპოვა, მოუარა, უპატრონა და ფეხზე დააყენა. სამწუხაროდ, ექვსი თვის შემდეგ სულთნის მსტოვრებმა მაინც მიაგნეს დავითს და ყიას ედ-დინს მიჰგვარეს.
განრისხებულმა სულთანმა არა მარტო დავით ლაშა-გიორგის ძე, მენავეებიცა და ის ვაჭარიც დასაჯა, რომელმაც ყმაწვილი გადაარჩინა.
ხუთი წელი გაატარა დილეგში უფლისწულმა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მასზე ერთი მსახური, სახელად სოსანა ზრუნავდა. ის აწვდიდა ჯურღმულში გამოკეტილ უფლისწულს საკვებსა და წყალს.
ამასობაში უფალმა მიიბარა რუსუდან დედოფლის ცოდვილი სული, რომლის ვაჟიც მანამდე, ჯერ კიდევ დედის სიცოცხლეშივე გაეგზავნათ ბათო ყაენთან და მისი ასავალ-დასავალი არავინ უწყოდა. ქვეყანა უმეფოდ იყო დარჩენილი.
და მაშინ ქართველ დიდებულებს იკონიის სასულთნოში მყოფი დავით ლაშა-გიორგის ძე გაახსენდათ. სამშობლოში მის ჩამოსაყვანად ვარამ გაგელი და სარგის თმოგველი გაემგზავრნენ რუმში.
არავის ეგონა, რომ ქართველი უფლისწული კიდევ ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ მსახურმა სოსანამ აუწყა ქართველ დიდებულებს თავისი „პატრონის“ ამბავი. გულამოსკვნით ატირდნენ ვარამ გაგელი და სარგის თმოგველი, როცა სიკვდილის პირას მყოფი, გაყინული, გაყვითლებული, უგრძესი თმით მოსილი ტახტის მემკვიდრე იხილეს...
მთელი საქართველო სიხარულით მიეგება ქართველ უფლისწულს და მალე ოქროს ურდოში გაგზავნეს მეფედ დასამტკიცებლად. იქ კი თავისი სეხნია მამიდაშვილი დახვდა, დავით რუსუდანის ძე. კამათი გაიმართა ბათო ყაენის კარზე, თუ რომელს ეკუთვნოდა საქართველოს ტახტი. ბათო ყაენმაც ორივე დაამტკიცა მეფედ და საქართველოში გამოუშვა.

იბერიის მეფე ფარსმან I-მა 51 წელს თავისი ვაჟი რადამისტი სომხეთის მეფედ დასვა. სამწუხაროდ, რადამისტი სასტიკი და დაუნდობელი მმართველი გამოდგა, რითაც პართიის მეფე ვოლოგეზ I-მა ისარგებლა, სომხეთს შეესია და იქ თავისი ძმა ტირიტადი გაამეფა.
ქართველებმა სომხეთი პართიელებს უომრად დაუთმეს, მაგრამ პართიელები იქ დიდხანს არ დარჩენილან. მოკლე ხანში შავმა ჭირმა იჩინა თავი, სურსათიც შემოაკლდათ და ვოლოგეზი იძულებული გახდა სომხეთს გასცლოდა.
შეიტყო თუ არა ეს ამბავი რადამისტმა, ისევ ხელში ჩაიგდო ტახტი. ხალხზე გაბრაზებული სომეხ ქვეშევრდომებს ისე ექცეოდა, თითქოს ყველანი მოღალატენი ყოფილიყვნენ. მოთმინებიდან გამოსულმა შეიარაღებულმა ხალხმა ალყა შემოარტყა სასახლეს. რადამისტს ისღა დარჩენოდა, რომ ორსულ თანამეცხედრესთან, დედოფალ ზენობიასთან ერთად გაქცევით ეშველა თავისთვის.

გადმოცემით, ფეხმძიმე ზენობიამ ვერ გაუძლო ცხენზე ჯდომას და სთხოვა რადამისტს, მოეკლა იგი, რათა დადევნებულ მტერს არ ჩავარდნოდა ხელი. დიდი მუდარის შემდეგ რადამისტმა შეუსრულა მეუღლეს თხოვნა – ხანჯალი დაჰკრა და მკერდში დაჭრა, მერე კი მდინარე არაქსში გადააგდო...
მაგრამ ცოცხალ-მკვდარი ზენობია მწყემსებმა იპოვეს, გადაარჩინეს და სომხეთში გამეფებულ ტირიდატეს მიჰგვარეს ქალაქ არტაქსატაში.