https://sputnik-georgia.com/20230405/saakasvilis-janmrteloba-da-politika-ra-kavsiri-naxes-evropis-sabwosi-276467456.html
სააკაშვილის ჯანმრთელობა და პოლიტიკა - რა კავშირი ნახეს PACE-ს წარმომადგენლებმა
სააკაშვილის ჯანმრთელობა და პოლიტიკა - რა კავშირი ნახეს PACE-ს წარმომადგენლებმა
Sputnik საქართველო
ჯანმრთელობის საკითხები ექიმებმა უნდა აკონტროლონ და არა პოლიტიკოსებმა, აცხადებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის... 05.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-05T22:15+0400
2023-04-05T22:15+0400
2023-04-05T23:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136534_0:102:1620:1014_1920x0_80_0_0_084e5148a4aa66ae222e4989fea37c63.jpg
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ევროპის საბჭოში დაინახეს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა ცდილობს მისი ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზირებას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ.თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა საქართველოში გაცნობითი სახის ვიზიტით 27 მარტს ჩამოვიდნენ. ვიზიტის შემდეგ მათ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებშია" მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და უზრუნველყოფა იმისა, რომ ყველა დაინტერესებული მხარე დაეყრდნოს ნეიტრალურ, სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას.მიუკერძოებელი უცხოელი ექიმების დასწრება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, აღნიშნულია განცხადებაში.როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კარგია რომ საბოლოო ჯამში მათ ნახეს ობიექტური შეფასება.„ეს განცხადება და შეფასება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საჭიროა იყო პრინციპული და სამართლიანი, თუნდაც ეს იყოს არაპოპულარული“, – აღნიშნა მან.თალაკვაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და სააკაშვილის გარემოცვა, მათ შორის უცხოეთში მყოფები, ერთხმად აცხადებენ, რომ ყველა პატიმარი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, უნდა დარჩეს პატიმრობაში, მაგრამ „სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოთო“.რაც უფრო ნაკლები პოლიტიკა იქნება სააკაშვილის საქმეში, მით უკეთესი იქნება მისთვის და მართლმსაჯულებისთვის, თავის მხრივ, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ.„სახეზე გვაქვს ერთგვარი შანტაჟი და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის რთული ვითარებაა, რადგან როცა კონკრეტული მოქალაქე სახელმწიფოს აშანტაჟებს, ეს არ შეიძლება იყოს მართებული. ერთადერთი სწორი გამოსავალია – ყველამ კანონით იხელმძღვანელოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში" 2022 წლის მაისიდან იმყოფება. მისი ოჯახი, ადვოკატები და თანამოაზრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა, რადგანაც უფრო დამაჯერებლად მიიჩნია არგუმენტები, რომ ექს-პრეზიდენტი თავად არის დამნაშავე თავის მდგომარეობაში.სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136534_118:0:1558:1080_1920x0_80_0_0_96480bb0611f60d4b66f4b9bd1cbe0bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება
სააკაშვილის ჯანმრთელობა და პოლიტიკა - რა კავშირი ნახეს PACE-ს წარმომადგენლებმა
22:15 05.04.2023 (განახლებულია: 23:12 05.04.2023) ჯანმრთელობის საკითხები ექიმებმა უნდა აკონტროლონ და არა პოლიტიკოსებმა, აცხადებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხების მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ევროპის საბჭოში დაინახეს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა ცდილობს მისი ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზირებას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ.
თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა საქართველოში გაცნობითი სახის ვიზიტით 27 მარტს ჩამოვიდნენ. ვიზიტის შემდეგ მათ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებშია" მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და უზრუნველყოფა იმისა, რომ ყველა დაინტერესებული მხარე დაეყრდნოს ნეიტრალურ, სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას.
მიუკერძოებელი უცხოელი ექიმების დასწრება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, აღნიშნულია განცხადებაში.
„გახსოვთ, რა თავდასხმები იყო ხელისუფლებაზე, ჩვენზე, სწორედ იმ მიზეზით, რომ სააკაშვილის გარემოცვას ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკურ სკანდალად გარდაქმნა სურდა. დღეს უკვე ევროპის საბჭომაც დაინახა, რომ აქ საუბარი არ არის ჯანმრთელობის ზრუნვაზე სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან, არამედ ყველა ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კარგია რომ საბოლოო ჯამში მათ ნახეს ობიექტური შეფასება.
„ეს განცხადება და შეფასება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საჭიროა იყო პრინციპული და სამართლიანი, თუნდაც ეს იყოს არაპოპულარული“, – აღნიშნა მან.
თალაკვაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და სააკაშვილის გარემოცვა, მათ შორის უცხოეთში მყოფები, ერთხმად აცხადებენ, რომ ყველა პატიმარი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, უნდა დარჩეს პატიმრობაში, მაგრამ „სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოთო“.
„ამას გვეუბნებოდნენ თვეების განმავლობაში, რასაც დღეს ევროპის საბჭომ უპასუხა მკაფიოდ, რომ ჯანმრთელობის საკითხს უნდა მიხედონ ექიმებმა და არა – პოლიტიკოსებმა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც უფრო ნაკლები პოლიტიკა იქნება სააკაშვილის საქმეში, მით უკეთესი იქნება მისთვის და მართლმსაჯულებისთვის, თავის მხრივ, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„სახეზე გვაქვს ერთგვარი შანტაჟი და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის რთული ვითარებაა, რადგან როცა კონკრეტული მოქალაქე სახელმწიფოს აშანტაჟებს, ეს არ შეიძლება იყოს მართებული. ერთადერთი სწორი გამოსავალია – ყველამ კანონით იხელმძღვანელოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში" 2022 წლის მაისიდან იმყოფება. მისი ოჯახი, ადვოკატები და თანამოაზრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა, რადგანაც უფრო დამაჯერებლად მიიჩნია არგუმენტები, რომ ექს-პრეზიდენტი თავად არის დამნაშავე თავის მდგომარეობაში.
სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".