რატომ არ თხოვდები? იმიტომ რომ...

CC BY 2.0 / Flickr / daspunkt / I Do!პატარძალი
პატარძალი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2023
გამოწერა
არსებობს ერთი მთავარი მიზეზი – ქალს არ უნდა გათხოვება. თუ დღეს გათხოვილი არ ხარ, ე.ი. არ გინდა გათხოვება.
რატომ არ თხოვდები? რატომ არ გათხოვდი? როდის უნდა გათხოვდე? — ამ კითხვებით მიმართავენ ყველა ქალს, ვინც დაახლოებით 20 წელს გადააბიჯა. ამ კითხვების სიხშირე წლებთან ერთად იმატებს. მაგალითად, 25 წელს ზემოთ უკვე იწყება: დროა გათხოვდე, შინაბერად ხომ არ უნდა დარჩე? ან — შენ ასაკში უკვე ორი შვილი მყავდა… 30 წლის მერე კითხვები განსაკუთრებით მძაფრდება, და ა.შ. ალბათ, დაახლოებით 40 წლამდე. მერე იწყება: კარგი იქნებოდა გათხოვილიყავი, რა ცუდია, რომ არ გათხოვდი, უნდა გათხოვილიყავი და ა.შ.
მაგრამ როგორც საქმის პროფესიონალები — ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ ქალს არ სურს გათხოვება და იმიტომაც არ თხოვდება.
მაშ ასე, რატომ არ თუ ვერ თხოვდება ქალი?
დღეს ადამიანს, ვინც ამ თემებზე არ საუბრობს, იშვიათად წააწყდებით. პასუხად უამრავი მიზეზი გვესმის: ქალს ძალიან უნდა გათხოვება და ამით მამაკაცებს აფრთხობს; ბევრს მუშაობს და პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ რჩება; ქალი მამაკაცს დიდ მოთხოვნებს უყენებს; სახლში ზის და როგორ გაიცნობს ვინმეს; საკუთარი თავი არ უყვარს და სხვას როგორ შეიყვარებს? (ეს უკანასკნელი — ერთ-ერთი ყველაზე რეალური მიზეზი).
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში – დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება
ჩვენ ირგვლივ არიან ქალები, რომლებსაც უყვართ საკუთარი თავი, კარგად გამოიყურებიან, უვლიან თავს, არც ბევრს მუშაობენ, არც სულ სახლში სხედან და ა.შ., მაგრამ მაინც გაუთხოვრები არიან.

რა არის ამის მიზეზი? ყველას თავისი მიზეზი აქვს. მაგრამ არსებობს ერთი მთავარი მიზეზი — ქალს არ უნდა გათხოვება. თუ დღეს გათხოვილი არ ხართ, ე.ი. არ გინდათ გათხოვება. თუ ამას გადაწყვეტთ, გათხოვდებით კიდეც. ეს კანონია. ცხოვრებაში გვაქვს ის, რაც გვჭირდება.

ის, როგორც დღეს ცხოვრობთ, თუნდაც გაუცნობიერებლისა და ქვეცნობიერის დონეზე, თქვენთვის ფასეული და მოსახერხებელია. ეს თქვენი არჩევანია.
რა შეიძლება იყოს ის ქვეცნობიერი, რომელიც ქორწინებასთან დაკავშირებით თქვენს არჩევანს განაპირობებს?
თქვენ შეიძლება ქვეცნობიერად ურთიერთობების შიში გაქვთ, განსაკუთრებით, თუ თქვენი მშობლების ურთიერთობები არ აეწყო და რთული, კონფლიქტური იყო; ან აღარ გინდათ განიცადოთ ის ტკივილი, რომელიც ადრე განშორებამ, ღალატმა ან სხვა რამემ მოგანიჭათ; ბავშვობაში ერთ-ერთ მშობელთან განშორების ტრავმა გადაიტანეთ, ეს შიში ბლოკავს გათხოვების შესაძლებლობას, რადგან აღარ გსურთ ვინმე ახლოს მოუშვათ, შემდეგ კი დაკარგოთ; ან, შეიძლება, არ გინდათ გაიზარდოთ და მშობლების გვერდით დარჩენა უფრო კომფორტულია, სადაც თავს ისევ პატარა გოგონად გრძნობთ.
კარგი აღნაგობის ქალი  - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
არც ასაკი, არც სილამაზე: რაში ვლინდება სექსუალობა
ყველა ამ მიზეზს თავისი ფარული „სარგებელი" აქვს, მაგალითად, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ, არ ვიზრდები, დედისა და მამის თვალში კვლავ უმანკო გოგონა ვარ, არ ვრისკავ და ნამდვილ ურთიერთობებს არ ვიწყებ, თავს ვიცავ ტკივილისგან, ღალატისგან, იმედგაცრუებისგან, არ მინდა ცხოვრების შეცვლა, დედასთანაც კარგად ვგრძნობ თავს…
როგორ გავთხოვდე? უკვე 30-ის, ან 35 წლის ვარ, ყველა უკვე დიდი ხანია გათხოვდა… და რითი ვარ სხვაზე ნაკლები?
აქ კი მთავარი პრობლემა ისაა, რომ თქვენ არ გინდათ გათხოვება, რადგან დღევანდელი მდგომარეობა თქვენთვის უფრო მომგებიანი, მოსახერხებელია, ვიდრე ქორწინება. ამის გაცნობიერება გიჭირთ, მაგრამ თქვენმა „შინაგანმა" ეს სარგებელი იცის და ამიტომაც არ ხართ გათხოვილი.
ვინც ეძებს, ვინც იპოვა და, ზოგადად ყველა, ანუ ყველაფერი მარტივია>>
ეს შესამჩნევია გაუთხოვარი ქალების საქციელში. მაგალითად:
ისინი ისეთ მამაკაცებს ირჩევენ, რომლებსაც ცოლის მოყვანის სურვილი არა აქვთ — ასე ვთქვათ, მარადიულ მექალთანეებს, ქალების გულთამპყრობელებს, ან ცოლიანებს;
ასეთი ქალების საქციელი მამაკაცებს ასევე არ განაწყობს სერიოზული ურთიერთობებისთვის;
ან ქალი ყოველ წუთს იმეორებს: „არც მინდა გათხოვება", „არ გავთხოვდები", და ეს ძალზე სერიოზული შინაგანი განწყობაა, რომელმაც, შესაძლოა, გათხოვების ნებისმიერი შესაძლებლობა დააბრკოლოს;
ქალები მამაკაცებს არარეალურ მოთხოვნებს უყენებენ და წინასწარ იციან, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ სათქმელი აქვთ — „დღეს ნამდვილი მამაკაცები აღარ არიან, ვის გავყვე ცოლად?", „ვაჟკაცები გადაშენდნენ" და ა.შ.
ასეთი ქალები საკუთარი თავის შეცოდებას იწყებენ, ხელს იქნევენ ყველაფერზე და ამბობენ, რომ ყველაფერი უშედეგოა, არაფერი გამოვა და საერთოდ არაფერს აკეთებენ;
არ აქცევენ თავს ყურადღებას, წონაში იმატებენ და ამით მამაკაცებს უფრო მეტად აფრთხობენ;
ზოგიერთი ქალი უამრავ საქმეს „წამოიკიდებს" ხოლმე, ეხმარება ნათესავებს, მშობლებს, რათა საერთოდ აღარ დარჩეს დრო ფიქრისთვის — რატომ არ ვარ გათხოვილი?
პასუხი კი მარტივია — არ მინდა! აი, რა უნდა გაიაზროთ, სხვა მიზეზი არ არსებობს! ავადმყოფი მკურნალობის დაწყებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც აღიარებს, რომ ავად არის.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2019
„ეს ის არაა, რაც შენ გგონია": რა განსხვავებაა კაცის ღალატსა და ქალის ღალატს შორის...
კარგად ვიცით, როგორ ვიქცევით, როცა რამე გვინდა. აქ ყველაზე რთული შინაგან „სარგებელზე", მოსახერხებელ ვითარებაზე უარის თქმა და ვითარების შეცვლის გადაწყვეტილების მიღებაა!
როდესაც საკუთარ თავთან აღიარებთ, რომ მზად არ ხართ გადაწყვეტილების მისაღებად, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გაუთხოვარი ხართ და აგრძელებთ ცხოვრებას ისე, როგორც ცხოვრობდით, მაგრამ კმაყოფილებით! იცით, რომ ეს თქვენი არჩევანია.
მაგრამ თუ გათხოვების გადაწყვეტილებას იღებთ, მაშინ უნდა იმოქმედოთ. და ესეც თქვენი პასუხისმგებლობაა.
ეს პროცესი, როგორც წესი, მდორედ მიმდინარეობს, შესაძლოა, პროფესიული დახმარება დაგჭირდეთ, რათა დაინახოთ ის „ტკბილი სარგებელი", მოსახერხებელი მდგომარეობა, რაც გათხოვებას აქვს.
წარმატებული, დამოუკიდებელი ქალი თუ ფუნქციური აგრეგატი–ფერია>>
უნდა გაიაზროთ! უნდა ნახოთ, რას ეძებთ მამაკაცთან ურთიერთობებში და რატომ გინდათ გათხოვება. ესეც არაა მარტივი კითხვა. თუ თქვენმა შინაგანმა ბავშვმა გადაწყვიტა მარტოობას დააღწიოს თავი მამაკაცის დახმარებით, არაფერი გამოვა, რადგან თქვენ გათხოვება კი არა, არამედ ბავშვობაში დაბრუნება გინდათ.

ქალმა, რომელიც გათხოვებისთვის მზად არის, თავს უნდა მიხედოს. გამოაჩინოს თავისი ქალური თვისებები. უნდა გაიზარდოს, მოწიფული ქალი უნდა გახდეს, რომელიც მზადაა არა მარტო მიიღოს, არამედ გასცეს კიდეც. აქ საჭირო იქნება რესურსები: დრო, ენერგია და ფული და, რაც მთავარია — გადაწყვეტილება — როგორ იმოქმედებთ — დამოუკიდებლად თუ სხვა ადამიანის, წიგნის ან ტრენინგის დახმარებით.

პრობლემის გადაწყვეტას ნუ გადადებთ. გახსოვდეთ, ერთხელ ვცოცხლობთ, დრო კი არცერთი წამით არ ჩერდება!
ყველა ახალი ამბავი
0