https://sputnik-georgia.com/20230405/premiertan-sexvedra-da-memorandumi-somxetis-infrastruqturis-ministris-viziti-saqartvelosi-276462464.html
შეხვედრა პრემიერთან და მემორანდუმი: სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი საქართველოში
შეხვედრა პრემიერთან და მემორანდუმი: სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი საქართველოში
Sputnik საქართველო
სომხეთის რეგიონული განვითარების მინისტრი თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. 05.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-05T19:56+0400
2023-04-05T19:56+0400
2023-04-05T22:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
კავკასია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/05/276457704_0:164:1600:1065_1920x0_80_0_0_8fc347ff57e7b854fb870ac11a35dea3.jpg
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან გნელ სანოსიანთან შეხვედრაზე რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილა, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური.საქართველოში დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი იმყოფება. დელეგაციაში შედიან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, სომხეთის გზების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი და იჯევანის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი.სომეხ კოლეგას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძეც შეხვდა.მხარეებმა ისაუბრეს მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მიმოიხილეს ორი ქვეყნის სამინისტროების საქმიანობის მიმართულებები და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროებში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების საჭიროებას.ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს რეგიონების განვითარების მიზნით ინსტიტუციური გაძლიერებისა თუ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე.სომხეთის დელეგაციის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და პროექტების მნიშვნელობასა და პროგრესს. ასევე გაიხსენეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან აშენებული ახალი საავტომობილო ხიდის სახით და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.თბილისში ქართულ-სომხური ბიზნეს-ფორუმი გაიმართება >>შეხვედრის შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობას საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, საგზაო უსაფრთხოების, გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით.სომხეთის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს საქართველოში მიმდინარე რამდენიმე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს და მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საქართველო-სომხეთის ეკონომიკურ ფორუმში.წყარო - საქართველოს მთავრობა
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/05/276457704_154:113:1424:1066_1920x0_80_0_0_251cde7f7561fbdb766cef815fb101f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
შეხვედრა პრემიერთან და მემორანდუმი: სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი საქართველოში
19:56 05.04.2023 (განახლებულია: 22:44 05.04.2023) სომხეთის რეგიონული განვითარების მინისტრი თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან გნელ სანოსიანთან შეხვედრაზე რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილა, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური.
საქართველოში დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი იმყოფება. დელეგაციაში შედიან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, სომხეთის გზების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი და იჯევანის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი.
„ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ სფეროში თანამშრომლობისა და აღნიშნული მიმართულებით ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სომეხ კოლეგას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძეც შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მიმოიხილეს ორი ქვეყნის სამინისტროების საქმიანობის მიმართულებები და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროებში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების საჭიროებას.
ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს რეგიონების განვითარების მიზნით ინსტიტუციური გაძლიერებისა თუ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე.
სომხეთის დელეგაციის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და პროექტების მნიშვნელობასა და პროგრესს. ასევე გაიხსენეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან აშენებული ახალი საავტომობილო ხიდის სახით და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.
მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობას საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, საგზაო უსაფრთხოების, გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით.
სომხეთის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს საქართველოში მიმდინარე რამდენიმე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს და მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საქართველო-სომხეთის ეკონომიკურ ფორუმში.