https://sputnik-georgia.com/20230405/pirveli-pirebi-xuxasvilis-gardacvalebis-gamo-mwuxarebas-gamotqvamen-276455644.html
ქვეყნის პირველი პირები ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ
ქვეყნის პირველი პირები ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ
Sputnik საქართველო
ჯამლეტ ხუხაშვილი 1986 წელს დაასახელეს „დინამოს" საუკეთესო მწვრთნელად, ხოლო 2004 წელს – საუკეთესო სპორტულ კომენტატორად. 05.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-05T19:17+0400
2023-04-05T19:17+0400
2023-04-05T22:31+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
ირაკლი ღარიბაშვილი
შალვა პაპუაშვილი
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24401/27/244012765_0:206:2000:1331_1920x0_80_0_0_0716b8cfc6c90d6ccd7851906ce4f584.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარალამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ლეგენდარული კომენტატორისა და საკალათბურთო სპეციალისტის ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ. ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბოლო წლებში ავადმყოფობდა. პრემიერმა ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მთელ საზოგადოებას სამძიმარი გამოუცხადა. ხუხაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ქართული სპორტის საზოგადოებას სამძიმარი გამოუცხადა შალვა პაპუაშვილმაც. როგორც მან აღნიშნა, ჯამლეტ ხუხაშვილის დამსახურება განუზომელია ქართული სპორტის განვითარების საქმეში. „მან აღზარდა თაობები, ვინც ჩვენი ქვეყნის ღირსებას მსოფლიოს საუკეთესო სპორტულ არენებზე დღესაც ამაყად იცავენ, მის მიერ წაყვანილი სპორტული რეპორტაჟები კი დიდხანს დარჩება ჩვენთვის გამარჯვების სიმბოლოდ", – დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში. ხუხაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა თბილისის მერმაც. „ყველასთვის საყვარელი ადამიანი, ცნობილი სპორტული კომენტატორი, საპატიო თბილისელი ჯამლეტ ხუხაშვილი დააკლდა საქართველოს და თბილისს. ბატონი ჯამლეტის ცხოვრება და საქმიანობა მაგალითია, თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი საქმე და ქვეყანა", – განაცხადა კახა კალაძემ. გარდაიცვალა ჯამლეტ ხუხაშვილი>>ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანია „იმედში", სპორტულ რადიო „ჯაკოში". იყო საზოგადოება „დინამოს" მწვრთნელი. 1994 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი, 1990 წლიდან „მაქაბის" კლუბის პრეზიდენტი. ხუხაშვილი ავტორია საიუბილეო წიგნისა „ყურადღება" (2004). ის დასახელებულია „დინამოს" საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). იყო სპორტული რადიო „ჯაკოს" გენერალური დირექტორი. 2012 წელს მიენიჭა საპატიო თბილისელის წოდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24401/27/244012765_392:307:1758:1331_1920x0_80_0_0_1baf3fed95bec0830793422a00b54d68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, ირაკლი ღარიბაშვილი , შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, ირაკლი ღარიბაშვილი , შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე
ქვეყნის პირველი პირები ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ
19:17 05.04.2023 (განახლებულია: 22:31 05.04.2023) ჯამლეტ ხუხაშვილი 1986 წელს დაასახელეს „დინამოს" საუკეთესო მწვრთნელად, ხოლო 2004 წელს – საუკეთესო სპორტულ კომენტატორად.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარალამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ლეგენდარული კომენტატორისა და საკალათბურთო სპეციალისტის ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბოლო წლებში ავადმყოფობდა.
პრემიერმა ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მთელ საზოგადოებას სამძიმარი გამოუცხადა.
„ჯამლეტ ხუხაშვილმა, როგორც ყველასათვის საყვარელმა და ცნობილმა სპორტის კომენტატორმა, სახელი გაითქვა თავისი გამორჩეული სტილის დამსახურებით. მის სახელს უკავშირდება როგორც პირადი წვლილი ქართული სპორტის განვითარების საქმეში, ისე მისი პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ჯამლეტ ხუხაშვილი ასევე იყო ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობათა განმტკიცების დიდი ქომაგი და თავისი ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტი", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ხუხაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ქართული სპორტის საზოგადოებას სამძიმარი გამოუცხადა შალვა პაპუაშვილმაც. როგორც მან აღნიშნა, ჯამლეტ ხუხაშვილის დამსახურება განუზომელია ქართული სპორტის განვითარების საქმეში.
„მან აღზარდა თაობები, ვინც ჩვენი ქვეყნის ღირსებას მსოფლიოს საუკეთესო სპორტულ არენებზე დღესაც ამაყად იცავენ, მის მიერ წაყვანილი სპორტული რეპორტაჟები კი დიდხანს დარჩება ჩვენთვის გამარჯვების სიმბოლოდ", – დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ხუხაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა თბილისის მერმაც.
„ყველასთვის საყვარელი ადამიანი, ცნობილი სპორტული კომენტატორი, საპატიო თბილისელი ჯამლეტ ხუხაშვილი დააკლდა საქართველოს და თბილისს. ბატონი ჯამლეტის ცხოვრება და საქმიანობა მაგალითია, თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი საქმე და ქვეყანა", – განაცხადა კახა კალაძემ.
ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანია „იმედში", სპორტულ რადიო „ჯაკოში". იყო საზოგადოება „დინამოს" მწვრთნელი.
1994 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი, 1990 წლიდან „მაქაბის" კლუბის პრეზიდენტი.
ხუხაშვილი ავტორია საიუბილეო წიგნისა „ყურადღება" (2004).
ის დასახელებულია „დინამოს" საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). იყო სპორტული რადიო „ჯაკოს" გენერალური დირექტორი. 2012 წელს მიენიჭა საპატიო თბილისელის წოდება.