როცა ამერიკაში გურული კრიმანჭული ცას წვდება

© courtesy of Larisa Dolidzeგურულები ამერიკაში
გურულები ამერიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2023
გამოწერა
ქართველების წარმატება ამერიკაში დღეს აღარავის უკვირს, თვით ამერიკელებსაც. რამდენი წლის წინ წარმატებული ქართველების სია კიდევ ორით გაიზარდა.
როცა ნიუ-იორკის საერთაშორისო ვოკალური ფესტივალის Pearl of New York 2017 გრან-პრი დაიმსახურეს, ლილიანა ლომინეიშვილი და ქეთი მოდებაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლის "ჯინსების თაობის" სოლისტები იყვნენ. გადავწყვიტეთ მათ ის გამარჯვება გავახსენოთ.
ქეთი მოდებაძემ გვითხრა, რომ თავისი ოცნების ასრულებისა ყოველთვის სჯეროდა. სიამაყით იხსენებს იმ დროს, როცა თინეიჯერობის ასაკში ასეთი უმაღლესი დონის ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ეს გამარჯვება ლილიანამაც გაიხსენა.
© FB / Larisa Dolidzeგურულები ამერიკაში
გურულები ამერიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2023
გურულები ამერიკაში
- ლილიანა, ვინ შეგატყობინათ თავის დროზე ამ კონკურსის არსებობა?
- ამ ფესტივალზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოჩნდა. ჩვენ დავინტერესდით და იქ მონაცემები და ვიდეომასალა გავგზავნეთ. ალბათ დავაკმაყოფილეთ ყველა კრიტერიუმი და ფესტივალზეც ამიტომ მიგვიწვიეს. ძალიან მაღალი დონის ჟიური გვაფასებდა. დღემდე ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩოხატაურის სკოლის მოსწავლე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ჯგუფის „ჯინსების თაობის'' სოლისტებმა ჩვენი პედაგოგის, ქალბატონი ლარისა დოლიძის დახმარებით მასზე გამარჯვება შევძელით. ფესტივალზე გრან-პრის გარდა ფულადი ჯილდო და ფასიანი საჩუქრებიც გადმოგვცეს.
© FB / Larisa Dolidzeგურულები ამერიკაში
გურულები ამერიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2023
გურულები ამერიკაში
- როგორც ვიცი, ბავშვობიდან მღერით...
- ჩემი წინაპრები პროფესიონალი მომღერლები არ ყოფილან, მაგრამ ოჯახში სიმღერას ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ და ახლაც კარგად მღერიან. თავად მე ექვსი წლიდან ვმღერი და სიმღერა ძალიან მიყვარს. მონაწილეობა მაქვს მიღებული სარაიონო კონცერტებში და ბევრი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულიც ვარ. 2015 წელს ვიყავი რიგაში საერთაშორისო ფესტივალზე, 2017 წელს „X ფაქტორში“ მივიღე მონაწილეობა.
- ამერიკის კონკურსზე ვისთან ერთად გამოხვედით?
- მე და ქეთი მოდებაძე ვმეგობრობთ. იმ ფესტივალზე ცალ-ცალკე შევასრულეთ სიმღერები. მე აკადემიურ ვოკალში O mia babino caro და ფოლკლორში გურული კრიმანჭული ვიმღერე. ეს სიმღერა გომარ სიხარულიძის შესრულებით მაქვს მოსმენილი.
ჯგუფის „ჯინსების თაობის'' ხელმძღვანელმა, მუსიკის მასწავლებელმა ლარისა დოლიძემ გაიხსენა, თუ რატომ შეურჩია გოგონებს ასეთი რეპერტუარი: „ყველას ახსოვს, გურულმა მხედრებმა ადრე როგორ აახმაურეს ამერიკა. ამიტომ ჩვენ შემთხვევაშიც ნიუ-იორკის ცას მისწვდა გურული კრიმანჭულის ხმა. მათ ამერიკელებს, კუთხურად რომ ვთქვათ, პირი დააფჩენინეს. იმედია, ისინი მომავალშიც არაერთხელ გაგვახარებენ.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0