https://sputnik-georgia.com/20230405/levan-kobiasvili-uefas-armaskomis-wevrad-aircies-276468642.html
ლევან კობიაშვილი უეფას აღმასკომის წევრად აირჩიეს
ლევან კობიაშვილი უეფას აღმასკომის წევრად აირჩიეს
Sputnik საქართველო
კობიაშვილს 55 დელეგატიდან მხარი 40-მა დაუჭირა 05.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-05T22:57+0400
2023-04-05T22:57+0400
2023-04-05T22:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24007/12/240071201_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_2b9416c346a45e7e419c236cfd83e7b0.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.ოთხშაბათს ლისაბონში უეფას 47-ე კონგრესი გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი – ალექსანდრ ჩეფერინი მესამე ვადით ერთხმად აირჩიეს. არჩევის შემდეგ ჩეფერინმა დელეგატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.კობიაშვილს 55 დელეგატიდან მხარი 40-მა დაუჭირა. პრეზიდენტი, ისევე როგორც აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, 4 წლის ვადით დაიკავებენ თანამდებობას.უეფას კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ, ვიცე-პრეზიდენტებმა – ალექსანდრე იაშვილმა და აკაკი ალდაშვილმა.საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი 2023 წლის 4 თებერვალს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელად მესამედ აირჩიეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24007/12/240071201_173:0:1953:1335_1920x0_80_0_0_29494083e742d9e10f0caa301423e661.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ლევან კობიაშვილი უეფას აღმასკომის წევრად აირჩიეს
კობიაშვილს 55 დელეგატიდან მხარი 40-მა დაუჭირა
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
ოთხშაბათს ლისაბონში უეფას 47-ე კონგრესი გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი – ალექსანდრ ჩეფერინი მესამე ვადით ერთხმად აირჩიეს. არჩევის შემდეგ ჩეფერინმა დელეგატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კობიაშვილს 55 დელეგატიდან მხარი 40-მა დაუჭირა. პრეზიდენტი, ისევე როგორც აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, 4 წლის ვადით დაიკავებენ თანამდებობას.
უეფას კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ, ვიცე-პრეზიდენტებმა – ალექსანდრე იაშვილმა და აკაკი ალდაშვილმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი 2023 წლის 4 თებერვალს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელად მესამედ აირჩიეს.